ჩხოროწყუში, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეები ვერტმფრენის საშუალებით გამოიყვანეს. მდინარის შუაგულში ჩარჩენილი ადგილობრივების გადარჩენას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

მდინარის უეცარი ადიდების გამო, მათი ადგილიდან გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ადგილზე მდინარე ხობისწყალი ადიდდა, მდინარეში წარმოქმნილ კუნძულზე კი 2 ადამიანი იმყოფებოდა.

ადგილობრივების განცხადებით, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად წყალი დაგუბდა. დაგუბებული წყლის გათავისუფლებამ ადიდება გამოიწვია. მდინარის კუნძულზე ჩარჩენილი 2 ადამიანი შეშის გამოსატანად იყო შესული, რა დროსაც მდინარე ადიდდა და გამოსვლას ვეღარ ახერხებენ.

Rustavi 2

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი