საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მომხრეა, იცავს ახალ თაობას ნარკოდამოკიდებულებისგან და იცავს მომხმარებელთა ინტერესებს.

“ჩვენ ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მომხრე ვართ, რომელიც დგას ძლიერ პრევენციაზე და იცავს ახალ თაობას ნარკოდამოკიდებულებისგან; რომელიც იცავს მომხმარებელთა ინტერესებს და ხელმისაწვდომობას ზიანის შემცირების, მკურნალობის და რეაბილიტაციის სერვისებზე; რომელიც არანაირ კომპრომისს არ უშვებს ნარკოტიკებით ვაჭრობასთან და ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შესანიშნავი შეფასება და განცხადება გააკეთა რეფორმასთან დაკავშირებით და მისი მხარდაჭერა ნარკოპოლიტიკის შეცვლის პროცესში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგით და თანამშრომლობით, წარმატებით განახორციელებს ამ რეფორმას”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

“პრაიმტაიმი”

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი