ზურაბ დათუაშვილი, ისტორიკოსი, ემიგრანტი:

_ როგორ მომენტალურად გაიშიფრა ყველაფერი.
საპროტესტო აქცია ნაცების მიერ აღმოჩნდა ორგანიზებული. მათ წარმატებით დაითრიეს შვილმკვდარი მამა (კაცმა რომ თქვას, დათრევა არც დასჭირვებიათ, ზაზა სარალიძე ისედაც მათი თანამოაზრე ყოფილა) და ოპერატიულად სცადეს პროკურატურის დანაშაულებრივი უმოქმედობის გამო აგორებული აქციის გადაყვანა პოლიტიკურ რელსებზე.
სრული მარაზმია, როცა სისხლიანი რეჟიმის ადეპტები დაღუპული მოზარდის გამო ნიანგის ცრემლებს აფრქვევენ და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ.
ცხადია, ამით ვერავის მოატყუებენ. ხალხს ყველაფერი კარგად ახსოვს, მაგრამ, დამიჯერეთ, ეს სვავების ბრბო სულაც არაა დღეს მთავარი პრობლემა. ისინი, კარგა ხანია, პოლიტიკური მოუსავლეთისკენ მიექანებიან და, გზადაგზა, გამწარებით ცდილობენ, ნებისმიერ ხავსს მოეჭიდონ.
ახლა ყველაზე იოლია კიჟინის ატეხვა – აი, ვამბობდით თუ არა, რომ ყველაფერ ამის უკან სააკაშვილის ხროვა დგასო (მერე რა, რომ ნამდვილად დგას).
ისიც იოლია, შვილმოკლულ მამას შანი მოუგო – დაღუპულ შვილს პატივს შენ თვითონ არ სცემ, ვიღაც გარეწრებს მისი სახელი საბურთაოდ მიუგდე და ჩვენგან რა თანადგომას ელიო.
ძნელი ისაა, საკითხისა და პერსონებისადმი ემოციური დამოკიდებულება გვერდზე გადადო და რაც ხდება, იმას სახელმწიფოებრივი ინტერესების გადასახედიდან შეხედო.
დავანებოთ თავი ნაცებს. მათ ახალი არაფერი გაუკეთებიათ, უბრალოდ – კიდევ ერთხელ ამოიგანგლენ პოლიტიკურ ფეკალიაში და მეათასერთედ დაგვარწმუნეს, რომ სრულიად მართლები ვიყავით, როცა 2012 წლის ოქტომბერში სამ ასოზე გავისტუმრეთ.
თავი დავანებოთ ზაზა სარალიძესაც, რომელიც ახლა ყველაზე მეტად მეცოდება. მეცოდება იმიტომ, რომ ერთადერთი შვილი მოუკლეს. კიდევ იმიტომ, რომ სამართალი არ აღირსეს და ყველაზე მეტად იმიტომ, რომ ამ სამართლის ძიებაში სახე დაკარგა – ეშმაკის გვერდით აღმოჩნდა. მე თუ მკითხავთ, საკუთარი შვილის ხსოვნას მან უფრო მეტი ჭრილობა მიაყენა, ვიდრე ჯერ კიდევ დაუდგენელმა მკვლელ(ებ)მა იმ საბედისწერო დღეს.
სხვა რამეზე ვიფიქროთ.
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომლის მოზარდი თაობა უმძიმეს პირობებში ჩამოყალიბდა და ძალიან ბევრი მათგანის ფსიქიკა სამუდამოდ დაამახინჯა გარემომცველმა ძალადობრივმა სინამდვილემ. ხორავას ქუჩის ტრაგედია (და სხვა ბევრი მსგავსი ფაქტი) ამ სამწუხარო რეალობის გამოძახილია.
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობას არ გააჩნია სრულფასოვანი არჩევანის შესაძლებლობა. მარჯვნივ თუ მარცხნივ, ზემოთ თუ ქვემოთ, წინ თუ უკან – ხილული სივრცე სავსეა პოლიტიკური ხლამით. ეს ხლამი არც თვითონ იძვრის ადგილიდან და ისე მჭიდროდ აქვს შეკრული ველი, გასაქანს არ უტოვებს ზნეობრივად ჯანსაღ ელემენტებს.
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ტოტალური ტყუილია გამეფებული ყველგან და ყველაფერში. გვატყუებდნენ ისინი, ვინც ძლივს მოვიცილეთ თავიდან. გვატყუებენ ისინიც, რომლებიც მათ ნაცვლად მოვიდნენ და მოსვლისთანავე დაივიწყეს ყველა დაპირება. გვატყუებენ ისინიც, ვინც ხვალ-ზეგ აპირებენ მოსვლას და დღეს ენამოქარგულები გვპირდებიან ქარვასლების აგებას. მათაც იციან, რომ იტყუებიან, ჩვენც ვიცით, მათზე უკეთ თუ არა, არანაკლებ, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ ამ მანკიერი წრის გასარღვევად.
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც კანონი მხოლოდ ქაღალდზე წერია და გავლენიან, ან რაიმე ნიშნით გამორჩეულ პიროვნებას შეუძლია, სამართალზე მაღლა დადგეს. იმათ, ვინც სამართალი უნდა განაჩინონ, არ ეშინიათ, რომ უსამართლობისთვის პასუხი მოეთხოვებათ. დარწმუნებული არიან, რომ ყველაფერი გაუვათ, ყველაფერს გადააგორებენ და საზოგადოება მომდევნო ჯერზეც ისე გადაყლაპავს სატყუარას, როგორც ადრე, არაერთგზის. რომ არა ასე, მაშინ დღეს არ გვექნებოდა სარალიძის პრეცედენტი. პროკურატურა ვერ გაბედავდა, ჩვენთვის ჯერ კიდევ ბოლომდე გაურკვეველი მოტივაციით, იმთავითვე მრუდედ წაეყვანა გამოძიება და მთელი ქვეყნისთვის ნაცარი შეეყარა თვალებში.
აი, ამაზე ვიფიქროთ.
იმის იმედი, რომ სრულ მარაზმში ჩაფლული ყოფილი მმართველი გუნდი თავს დაანებებს ქაქის თქვლეფას, არ მაქვს და არც ველი. მოდით, ჩვენ დავანებოთ თავი თანაგრძნობისა და სოლიდარობის პარტიული ნიშნით გამოცხადებას. მოკლული ბიჭები ყველას სატკივარია და სიმართლის გარკვევითაც ყველა ერთნაირად უნდა ვიყოთ დაინტერესებული. მკაცრად მოვთხოვოთ ხელისუფლებას, პასუხი მოკითხოს ყველას, ვინც თავის დროზე სწორად არ გამოიძია საქმე და ეს მხოლოდ დასაწყისია. დღის წესრიგში მხოლოდ სარალიძის საქმე არ დგას. თავის რიგს და სიმართლის გარკვევას ელოდება კიდევ არაერთი რეზონანსული, თავის დროზე მავანთა მანკიერი დაინტერესების გამო ჩაფარცხული საქმე. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდა რაფალიანცების სახლში იმ ავბედით საღამოს. არც ის ვიცით, რა გარემოებაში აღესრულა პრემიერ მინისტრი ზ. ჟვანია. უამრავი კითხვა არსებობს გ. შარაძესთან დაკავშირებით. აღარაფერს ვამბობ პრეზიდენტ ზ. გამსახურდიას მკვლელობაზე, რომლის გახსნაც სახელმწიფოს ღირსების საქმეს წარმოადგენს.
თუ გვინდა ნორმალური და კანონის პრიმატზე დამყარებული ქვეყნის აშენება, ასე უნდა მოვიქცეთ.
საგიჟეთში ისედაც ვცხოვრობთ!

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი