საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია 22 დეკემბერს, 12:30 საათზე,  53-სკოლასთან აქციას გამართავს ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების თემაზე.

“ბოლო 3 წლის განმავლობაში გარდაიცვალა 70-ზე მეტი და ტრავმა მიიღო 2 500-მდე ბავშვმა, რისი გამომწვევი მიზეზიც თითოეული ჩვენთაგანია, ანუ ზრდასრული ადამიანი. ჩვენ გადაგვყავს ბავშვი შუა გზაზე, იქ, სადაც აკრძალულია და სადაც პოტენციური სიკვდილია, ჩვენ არ ვიყენებთ ბავშვებისთვის სპეც-სავარძლებს (“ქარსითებს”), ჩვენ არ ვასწავლით ბავშვებს, არც სკოლაში, არც ბაღში, არც სახლში, რას ნიშნავს გზებზე უსაფრთხოების სტანდარტები, ჩვენ ვმართავთ საჭეს კალთაში ბავშვით, ჩვენ გვიწერია კანონში, რომ სამ წლამდე ბავშვს სპეც-სავარძელი არ სჭირდება, ჩვენ დავქრივართ სკოლებთან და ბაღებთან მაღალი სიჩქარით…

ჩვენ….ჩვენ…ჩვენ ვამბობთ სიცოცხლის სადღეგრძელოებს ბავშვების თამადობით და თან ვხოცავთ საკუთარ შვილებს! ვისაც სურვილი გაქვთ შემოგვიერთდით. ბუნებრივია გვექნება მოთხოვნები”, _ აცხადებს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე – დავით მესხიშვილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი