საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე – ზაზა ხატიაშვილი განცხადებას აქვეყნებს:

„28 იანვარს შევხვდი ადვოკატთა კორპუსს. მიუხედავად უამინდობისა 300 კაციან დარბაზში ტევა არ იყო, დაახლოებით 100 ადვოკატი იდგა ფეხზე. დიდი მადლობა, ჩემო გმირო კოლეგებო ასეთი სიყვარულისა და დაფასებისათვის, რომელსაც მე ვგრძნობ თქვენგან. თქვენი თანადგომა მაძლევს დიდ სტიმულს, უფრო მეტი გავაკეთო თქვენი უფლებებისთვის.

    კოლეგებო! 26 დეკემბერს მთავარმა პროკურატურამ და „მურუსიძეებმა“ დააკავეს ორი ადვოკატი: 62 წლის პენსიონერი, ქალბატონი – ნათელა გოდერიძე, რომელსაც სახლში ჰყავს 15 წლის არასრულწლოვანი ქალიშვილი და ადვოკატი (20 წლის საადვოკატო სტაჟით, რომელსაც არ მიუღია არცერთი უბრალო შენიშნა კარიერის მანძილეზე) – მზევინარ კოსტავა, თაღლითობის ბრალდებით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 62 წლის პენსიონერ ქალბატონისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, რომელსაც აქვს დაახლოებით ორი სასამართლო პროცესი დღეში და არსად არ გარბის, არის უმსგავსობა და უზნეობა.
კოლეგებო! შეხვედრაზე ჩემს მიერ წაკითხულ იქნა ბრალი, რომელიც წაუყენა პროკურატურამ ადვოკატებს და დავაყენე კენჭისყრაზე საკითხი: იყო თუ არა ეს ბრალი მთელი ადვოკატთა კორპუსის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, გაუგონარი დანაშაული ადვოკატთა კორპუსის წინააღმდეგ და იყვნენ თუ არა ადვოკატები- ნათელა გოდერიძე და მზევინარ კოსტავა პოლიტპატიმრები? რაზედაც ადვოკატების თითქმის 100 %-მა მიპაუხა, რომ ჩვენ გვყავს ორი პოლიტპატიმარი ადვოკატი და უნდა ვიბრძოლოთ მათი გათავისუფლებისთვის.


ადვოკატისთვის ბრალის წაყენება იმის გამო, რომ მან ნოტარიუსი შეიყვანა შედომაში, კანონიერი გზით მოპოვებული დოკუმენტაციის წარდგენით, არის ბრალი ადვოკატთა კორპუსზე, რაც არ უნდა დავუშვათ. ადვოკატი თუ არ წარუდგენს ნოტარიუსს ყალბ დოკუმენტს, რომელიც თვითონ შექმნა, ანომალიაა ასეთი ბრალი“.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი