შალვა ნათელაშვილმა ხალხს ახალი წელი მიულოცა:
“ძვირფასო მეგობრებო!
სულით და გულით გილოცავთ 2019 წლის დადგომას. გისურვებ ჯამრთელობას, გახარებას, გამრავლებას, სამშობლოს გამთლიანებას და აყვავებას.
მინდა უდიდესი იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენი გმირი ხალხი ღორის წელიწადში პოლიტიკურ ღორებს მოიცილებს ხელისუფლებიდან. ეს იქნება ჩვენი სამომავლო გამარჯვება.
საქართველო ერთადერთი ქვეყნაა მსოფლიოში, რომელსაც არალეგალურად, ფარულად მართავს ნარკობარონი, რომელმაც იყიდა სახელმწიფო, დააქცია ყველა მონაპოვარი, სადაც კატასტროფულის სხვაობაა სიმდიდრესა და სიღარიბეს შორის, სადაც ადამიანები შიმშილობენ, სამშობლოდან გარბიან ადამიანები და მათ ადგილს იკავებენ უცხოტომელები, სადაც არ იქმნება სამუშო ადგილები, არ იზრდება, პენსიები და შემოსავლები, სადაც გაძვირება ყოველდღიული მოვლენაა, სადაც ადამიანები მხოლოდ სტატისტიკაა, რომ მათი ბიულეტენები არჩევნებში გამოიყენონ, რათა ხელახლა მოახდინონ ძალაუფლების უზურპაცია.
ამიტომ ჩვენ სახელწმიფო თავიდან გვაქვს ასაშენებელი. ჩვენ გვჭირდება უდიდესი გაერთიანება, თანადგომა ერთმანეთის და სამშობლოს მიმართ, გვჭირდება ბრძოლა, გარეთ გამოსვლა; გვჭირდება ერთი დიდი ცოცხი, რაღა ეს უზნეო გუნდი კრიმინალთა ერთობა ხელისუფლების ეშელონებიდან გავდევნოთ.
გვჭირდება უდიდესი ძალისხმევა, რომ გამოვიდე ამ უდიდესი სისტემური კრიზისიდან, რომელმაც მოიცვა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ზნეობა. ვჭირდება ბრძოლა და ძალების აკუმულირება, რომ შევუდგეთ საქართველოს გაერთიანებას, წინ აღვუდგეთ ყოველდღიურ დეოკუპაციას, მიწების შემოღობვას, გვჭირდება უდიდესი ძალისხმევა, რომ ჩვენი ემიგრანტები დავაბრუნოთ სამშობლოში.
ამის შანსი, პერსპექტივა, ენერგია აქვს ჩვენს ხალხს. დავდგეთ ერთმანეთის გვერდით, დავუდგეთ გვერდით ჩვენს სამშობლოს და გამარჯვება აუცილებლად იქნება..”

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი