ფრიდონ სიხუაშვილი, ადვოკატი:

_ გუშინ, ვენაში, ევროპის ადვოკატთა გაერთიანების 45 საიუბილეო კონფერენციაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ზაზა ხატიაშვილს მოუსმინეს. ზაზა ხატიაშვილი იყო ერთადერეთი გამომსვლელებს შორის, რომელმაც ისაუბრა ადვოკატებთან მიმართებაში განხორციელებულ ძალადობაზე და მოუწოდა ევროპელ კოლეგებს, შეექმნათ ერთიანი ორგანო, რომელიც განიხლავდა ნებისმიერ ქვეყანაში ადვოკატების უფლებების შეზღუდვის ფაქტებს და მოახდენდა რეაგირებას.

ჩვენმა თავმჯდომარემ ფეოდალური უწოდა საქართველოს პროკურატურის და სასამართლოს მხრიდან 62 წლის ადვოკატის, ნათელა გოდერიძის და მზევინარ კოსტავას წინასწარ პატიმრობას. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მიმართა ევროპელ ადვოკატებს, დაეხმარონ ქართველ ადვოკატებს, რათა მათ შესძლონ, განახორციელონ საადვოკატო საქმიანობა დაშინების, არაჰუმანური მოპყრობის და ძალადობის გარეშე. 21 –ე საუკუნეში რაც ხდება ქართველ ადვოკატებთან მიმართებაში, ეს არის საშიში პრეცენდენტის დანერგვა.
ადვოკატი ალექსანდრე ფირცხალაიშვილის ცემა პოლიციის მუშაკების მიერ 8 თვის მეუღლის თვალწინ არის გაუგონარი ძალადობა ჩვენს პროფესიაზე. კიედევ უფრო საშინელი ფაქტია, რომ მოძალადე პოლიციელები მუშაობენ პოლიციაში და მათ არ სჯის პროკურატურა, რაც არის სახელმწიფო პოლიტიკა.

 გამოსვლის ბოლოს ზაზა ხატიაშვილმა ისაუბრა ადვოკატ გიორგი მდინარაძის წამებაზე პოლიციის დაწესებულებაში და მისი ადვოკატის, მუხრან ღურწკაიას უკანონო დაკავებაზე, რომლის დაკავება უკანონოდ სცნო სასამართლომ, მაგრამ ვინაიდან ადვოკატების დევნა არის საქართველოს ხელსუფლების საშინაო პოლიტიკის ერთ–ერთი მიმართულება, პოლიციელები აგრძელებენ თავის საქმიანობას.

 ზაზა ხატიაშვილმა ევროპელ კოლეგებს წარუდგინა პოლიციის დაწესებულებიდან გამოსული, ნაწამები ადვოკატის, გიორგი მდინარაძის ფოტოსურათები და აღნიშნა, რომ ადვოკატებთან მიმართულებაში ძალადობის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით. ჩვენი თავმჯდომარის გამოსვლის შემედეგ იყო მხოლოდ ტაში და ოვაციები, რაც მე სხვა გამოსვლი დროს არ მინახავს.
საღამოს, ზაზა ხატიაშვილს ჰქონდა შეხვედრები ავსტრიის კანცლერის ადმინისტრაციაში, ესაუბრა ავსტრიის იუსტიციის მინისტრს და სთხოვა დახმარება ქართველი ადვოკატების დევნის საკითხების შესწავლაში და მოგვარებაში.
ავსტრიის კანცლერის მისაღებში ავსტრიის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიმართა სტურმრებს, მათ შორის იყვნენ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი და ყოფილ 7 პრეზიდენტი, ევროპის ადვოკატთა გაერთიანებების პირველ პირები, ავსტრიის იუსტიციის მინისტრი: „დიდი პატივია ჩვენთან, ავსტრიის კანცლერის სასახლეში , ადვოკატის უფლებების უდიდესი დამცველის, ზაზა ხატიაშვილის სტუმრობა. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, მე, როგორც ქართველი ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი ვიყავი შოკში, გაოგნებული ვიყავი ამდენ სტუმრებს შორის მხოლოდ ჩვენი თავმჯდომარის გამოყოფით, ასეთი რამ უბრალოდ უნდა ნახო, მისი გადმოცემაც შეუძლებელია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი