ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ საქართველოს საპატრიარქოს წერილობით მიმართა და სთხოვა, საჯაროდ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია „ტელეკომპანია რუსთავის 2 „–ის სატელევიზიო სერიალის – „ჩემი ცოლის დაქალები“–ს ახალ სეზონში განვითარებული სცენის გარშემო. ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

,,საქართველოს საპატრიარქოს მოგმართავთ ამ წერილით და გთხოვთ საჯაროდ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია ტელეკომპანია ,,რუსთავის 2 „–ის სატელევიზიო სერიალის „ჩემი ცოლის დაქალები“–ს ახალ სეზონში განვითარებული სცენის გამო, რომელიც უკავშირდება სასულიერო პირების ტანსაცმელში გადაცმული რამდენიმე პიროვნების სცენას, რომელმაც საზოგადოების ნაწილში სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.

საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, ტელეკომპანია რუსთავის 2–ის სატელევიზიო სერიალი- „ჩემი ცოლის დაქალები“. გარდა ფსევდო ღირებულებების პროპაგანდისა, ამ სერიალის ცალკეული სერიების სცენარი შეიცავს საზოგადოების ნაწილისათვის მიუღებელ ტერმინოლოგიას. სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არაა, როდესაც გვიწევს მსჯელობა ამ სერიალის სცენართან დაკავშირებით. ერთ–ერთმა ბოლო სერიამ საზოგადოების ნაწილში დატოვა შენიღბული სახით ქართული მართმადიდებლური ეკლესიის მიმართ შეურაცხყოფის განცდა. დაუშვებლად მიგვაჩნია ასეთ სენსიტიური თემით მანიპულირება. მსგავსი მიდგომები ნებსით თუ უნებლიედ ეხება მართლმადიდებელი საზოგადოების ღირებულებებს.

 ჩვენ პატივს ვცემთ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა არსებობს „წითელი ხაზები“ და ღირებულებები, რომლის ხელყოფა დაუშვებელია. მოგმართავთ ამ წერილით და გთხოვთ, ჩვეული ქრისტესმიერი სიყვარულით ზემოაღნიშნულ ფაქტზე საჯაროდ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია.

პატივისცემით, გიორგი თევზაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე”.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი