შალვა ნათელაშვილი, გაპრეზიდენტების შემდეგ, პენსიონერებს პენსიაზე ყოველ წელს 100 ლარის დამატებას და ანაბრების დაბრუნების პროცესის დაწყებას ჰპირდება.

,,ივანიშვილს, ჩხარტიშვილს, კვირიკაშვილს და მათნაირებს უნდა გავაძროთ ტყავი, უკან უნდა მოვატანინოთ ის მილიარდები, რაც მოიპარეს და იმის მერე, პენსიაც მოიმატებს და ქვეყანაც ფეხზე დადგება. ეს ერთი და მეორე, უნდა შეწყდეს პენსიონერების პერმანენტული მოტყუების პროცესი, რომ იქნება 1000, 1500 პენსია და მერე ამის ახსნა, რატომ არ შესრულდა მიცემული პირობა. ეს არის უზნეობა და ღვთის გმობა, რასაც აკეთებს პოლიტიკოსთა არაერთი თაობა. ჩვენ ეს არასოდეს გაგვიკეტებია.

მე ვიძლევი არა დაპირებას, არამედ ვიღებ ვალდებულებას: ჩემი პრეზიდენტობის ყოველ წელს პენსიონერებს დაემატებათ პენსიაზე ასი ლარი და პენსიონერებიდან დაიწყება დაიწყება ანაბრების დაბრუნება, უფროსი ასაკიდან ქვევით“ _ განაცხადა პენსიონერებთან შეხვედრაზე ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი