,,ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ ერთი ადამიანის გატაცებაც კი რუსეთის ბიუჯეტს დაუჯდება მილიონები, საერთაშორისო სასამართლოებში“_ ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა სოფ კირბალში რუსი იკუპანტების მიერ ცხონვლაში გატაცებული აკაკი დოთიაშვილის ოჯახში გააკეთა. ,,კრემლის ხელმძღვანელობას გამოცხადებული აქვს გაშმაგებული ომი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამ სოფელში ყოველ მეორე მაცხოვრებელი ნამყოფია ცხინვალის იზოლატორში. ეს მაშინ, როცა მთელი ქართული ელიტა მილიარდებს აკეთებს მოსკოვში და იქ აქვთ სასახლეები. ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ ერთი ადამიანის გატაცებაც კი რუსეთის ბიუჯეტს დაუჯდება მილიონები, საერთაშორისო სასამართლოებში და ვარ გარანტი, რომ ამ სიამოვნებას არ მოვაკლებ. ახლი კი ვთხოვ რუსეთის საოკუპაციო ბაზების ხელმძღვანელობას, ის ვაჟკაცი კაცი დააბრუნონ სახლში, სანამ მათი პირადი საქმე წითელ ცირკულაზე დაიდება” _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი