სანდრო ბრეგაძემ ფეისბუქპოსტით ისაუბრა იმ შეცდომებზე, რის გამოც,მისივე თქმით ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ბრეგაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ ბოლო ერთ თვეში 5 ,,საგმირო” საქმის ჩადენა მოასწრო.

,,არის თუ არა ეს ხელისუფლება შესაცვლელი?? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად თავი გავანებოთ მათ წარსულ საქმიანობას და აწმყოთი შემოვიფარგლოთ ანუ რა ნაბიჯები გადადგა ოცნებამ მე-2 ტურში ნახვეწნი გამარჯვების შემდეგ ??? ბოლო 1 თვეში ხელისუფლებამ გადადგა შემდეგი ნაბიჯები — 1) უვადოდ მოგვისაჯა მურუსიძე.- 2) დასამტკიცებლად შემოიტანა სისხლიანი მოსამართლეების სია.- 3)განაახლა მარიხუანას კულტივაციის დაკანონების საკითხი.- 4) საპარლამენტო ხელისუფლება ბოლომდე გადაულოცა ნაც-პორტირებულთა ბანდას ზარდიაშვილ-მდინარაძის მეთაურობით.- 5) გაზარდა ფასები პროდუქტზე,საწვავზე და მედიკამენტებზე —- აი ეს არის ის 5 “საგმირო” ამბავი,რომელიც სულ რაღაც ბოლო 1 თვეში მოასწრო და ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ !!! არადა ყველას შესანიშნავად გვახსოვს ოცნების ლიდერების შეშინებული სახის ფერი და ხვეწნა-მუდარა-“არ დაგვღუპოთ,ხმა მოგვეცით,კეთილო ხალხო ნუ გვკრავთ ხელს,დედას გეფიცებით,მამას გეფიცებით კარგები გავხდებითო” — ჩემო პატივცემულო მეგობრებო-ესენი უნიათოებ-მექრთამეობასთან ერთად აფერისტ-თაღლითებიც არიან და ამიტომ ამათი გაჩერება,თითოეული დღითაც კი საშიშია !!! ჩაგრული ხალხი უნდა აჯანყდეს ამ გაზულუქებულების წინააღმდეგ-სხვა გზა არააა !!!”

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი