„დღეს,  8   თებერვალს, 11   საათზე  თბილისის     საქალაქო    სასამართლოში      ჩანიშნული    იყო ,,სმენისა   და     მეტყველების     დარღვევის      მქონე     ბავშვთა     დახმარების       ასოციაციის’’      სასამართლო      პროცესი   ჩვენი    ორგანიზაციის        ფართთან     დაკავშირებული   პრობლემის    თაობაზე.  რადგან     საკითხი    უკანონოდ     შეჭრილი   პირების      გამოსახლებას    ეხება, მხარედ     ჩართული    იყო   დევნილთა    სამინისტრო,    რომელსაც     პროცესზე   უნდა   წარმოედგინა       ინფორმაცია,   მტკიცებულება    კომპენსირებულ    ადამიანებზე.

სხდომაზე    წარსდგა    დევნილთა    სამინისტროს   ერთ-ერთი     თანამშრომელი,     რომელსაც არ    ჰქონდა     მინდობილობა  და შესაბამისად,   მოსამართლემ    არ   მისცა    უფლება,     ესაუბრა   სამინისტროს    სახელით. დევნილთა    სამინისტროს    თანამშრომელმა  მინდობილობის    ვერწარმოდგენის    მიზეზად    მინისტრის   ერთ-ერთი    მოადგილის      მივლინებაში    ყოფნა  და  მინდობილობის   ვერმოსწრება    დაასახელა,   რაც     აბსურდია. როცა    ერთი   ხელმძღვანელი   მიდის    მივლინებით,    უწყება   არ   წყვეტს   მუშაობას,  მას   ანაცვლებს    სხვა   თანამშრომელი.   გარდა      ამისა,    მოსამართლის      მიერ      წინა   სხდომიდან,  მათ   ჰქონდათ    საკმარისი    დრო    ინფორმაციის     მოკვლევისა   და    შესაბამისი    მტკიცებულებების    წარმოდგენისა.

რასთან     გვაქვს    საქმე?   ვინ   დგას    ამ     ყველაფრის     უკან? თუ  ეს არის საუცხოო   ნიმუში    არაპროფესიონალიზმის, დაუდევრობისა     და       არაკომპეტენტურობის,    რის   გამოც    ჩვენი    სასამართლო   5     აპრილისთვის   გადაიდო? ეს     არის   შშმ   პირთა      დაცინვა?

ხომ  არ    ჰგავს  ეს   ყველაფერი  პროცესის   ხელოვნურად   გაჭიანურებას?

გვინდა   თხოვნით  მივმართოთ  საქართველოს   პრემიერ-მინისტრს, გიორგი   კვირიკაშვილს, პირად     კონტროლზე     აიყვანოს  ჩვენი    პრობლემა    და  საქართველოს     ოკუპირებული   ტერიტორიებიდან   იძულებით   გადადგილებულ   პირთა, განსახლებისა   და   ლტოლვილთა     სამინისტროს    საქმიანობა.

ინტელექტუალური    შეფერხების     მქონე    პირთა   მხარდაჭერისა   და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით,  საქართველოს   მთავრობის 2014   წლის   17    ივნისის  N1089    განკარგულებით, ჩვენს ორგანიზაციას უსასყიდლო  უზუფრუქტით  სახელმწიფოს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება გადმოეცა თემქაზე,  გია   ირემაშვილის  ქ.  N 1,  ყოფილი 205-ე  სკოლა-პანსიონის  მე-3   სართული, 1000  კვ.მ  სოციალური    რეაბილიტაციის  მრავალპროფილიანი სახელობო ცენტრის    ასამოქმედებლად, შშმ  პირთათვის  სხვადასხვა სახელოსნოების    განვითარებისა და შშმ  პირთა დასაქმების მიზნით.

ჩვენ, როგორც  უზუფრუქტუარს დღემდე  არ  გვეძლევა     შენობაში   შესვლისა  და  ხელშეკრულებით  ნაკისრი  ვალდებულებების      შესრულების   შესაძლებლობა, რადგან  შენობის მე-3    სართული     დაკავებული  აქვთ  უკანონოდ  შეჭრილ პირებს, დევნილთა      სამინისტროდან  მოპოვებული ინფორმაციის  საფუძველზე,    კომპენსირებულ ადამიანებს.

როდემდე  უნდა  გაგრძელდეს  ეს  ცინიზმი  და უკანონობა,  როდემდე  უნდა  ვიყოთ  ასეთ  დისკრიმინირებულ  მდგომარეობაში, როცა  მთავრობის   განკარგულებით, ფართი ჩვენ  გვეკუთვნის?      რა დააშავეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებმა? ხომ არ შეიძლება ერთის ხარჯზე სხვისი უფლებების დარღვევა?   მით უმეტეს, მაშინ, როცა  ჩვენმა  ქვეყანამ  გაეროს  შშმ   პირთა      უფლებების კონვენციას მოაწერა ხელი, რომლის რატიფიცირებაც   საქართველოს პარლამენტმა მოახდინა, როცა ასოცირების   შეთანხმებას მოეწერა ხელი  და  ევროპასთან  ინტეგრაციის შორს მიმავალი გეგმები გვაქვს?

 ერის ცივილიზაციის  დონე იმის მიხედვით განისაზრღვრება, როგორ მდგომარეობაში არიან  შეზღუდული    შესაძლებლობის მქონე  პირები, ჩვენ ვართ მშობლები და არ  დავუშვებთ შშმ  პირთა      დისკრიმინაციას!

გვინდა, კიდევ ერთხელ  შევახსენოთ  ყველას, რომ შშმ პირებიც ამ   ქვეყნის მოქალაქეები არიან, თქვენი  ამომრჩევლები, მათ უკან მათი  მშობლები,ოჯახები დგანან. ჩვენ არ გვინდა, ჩვენი შვილები განიხილებოდნენ სიბრალულის და ქველმოქმედების ობიექტებად, ჩვენ გვინდა,   მათ კუთვნილი ადგილი დაიკავონ საზოგადოებაში.ნუ აქცევთ ჩვენს შვილებს საზოგადოებისგან დევნილებად.

“სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის” მშობელთა სახელით  ვაცხადებთ, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო სტრუქტურები  ყურადღებას არ  მოგვაქცევენ, არ     დაგვეხმარებიან  ჩვენი კუთვნილი ფართის  პრობლემის     მოგვარებაში და ვერ    ვიპოვით სამართალს,  მშობლები ჩვენს    შვილებთან ერთად  პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას     მივმართავთ!

 თუ  ესეც   არ  გამოიღებს  შედეგს, მშობლები  შვილებთან   ერთად უცხო  ქვეყნის  სალჩოებს მივმართავთ პოლიტიკური    თავშესაფრისმოთხოვნით, რადგან  ჩავთვლით,  რომ ჩვენი და ჩვენი  შვილების    ადგილი არ არის  ჩვენს ქვეყანაში! ,,სმენისა   და   მეტყველების    დარღვევის    მქონე      ბავშვთა     დახმარების    ასოციაცია’’  1997 წელს დაფუძნდა შშმ ბავშთა მშობლების მიერ. ასოციაციის   მისიაა:  შშმ   პირთათვის  თანაბარი    პირობებისა    და    შესაძლებლობების შექმნა  პროფესიული სახელობო გადამზადებისა და დასაქმების  სფეროში,  სოციალური    მეწარმეობის     განვითარება, შშმ  პირთა  დასაქმება,  საზოგადოების  ცნობიერების   ამაღლება“, განაცხადა euronews.ge -სთან საუბარში ასოციაციის    თავმჯდომარემ, მაია ასაკაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი