Home ახალი დამატებული “შს მინისტრი, რომელიც საფრთხეს უქმნის ჯარისკაცების სიცოცხლეს, უნდა გადადგეს!”

“შს მინისტრი, რომელიც საფრთხეს უქმნის ჯარისკაცების სიცოცხლეს, უნდა გადადგეს!”

22 second read
0
14

 შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი _ ზაზა ჭაია შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვს:

“შს მინისტრი, რომელიც ვერ იცავს საზოგადოების უსაფრთხოებას, ,,ბალასტს” უწოდებს პოლიციელებს და უგულვებელყოფს საქართველოს ჯარისკაცების ბედს, უნდა გადადგეს!
შს მინისტრმა და შს საზღვრის დაცვის დეპარტემენტმა, ადრევე იცოდნენ, რუსეთის ფედარაციის სპეცსამსახურების მიერ, საქართველოს შსს-ს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსის, პოლიციის პოლკოვნიკ – ზურაბ მაისურაძის და საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის, პოლიციის ვ/პოლკოვნიკ – გიორგი ცერცვაძის მიმართ გამოცხადებული ძებნის შესახებ და არა თუ არ გააფრთხილეს ქართველი ოფიცრები რუსეთის ფედერაციის მიერ მათ წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური დევნის და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, არამედ რუსეთის ფედერაციას მიაწოდეს ბ-ნ მაისურაძის და ბ-ნ ცერცვაძის პერსონალური მონაცემები და გაფრთხილების გარეშე მისცეს მათ საქართველოს დატოვების უფლება, რითაც თანამონაწილეები გახდნენ ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ განხორციელები სპეცოპერაციისა, რომელიც რუსეთის ფედერაციის ინტერვენციის, ოკუპაციის და ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლ, მაღალი რანგის ქართველ ოფიცერთა ტყვედ აყვანას ან მათ ლიკვიდაციას ისახავს მიზნად!”

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *