`პოტენციალი ადამიანებს ძალიან დიდი აქვთ, მაგრამ ისინი ცოტათი ზარმაცები არიან. თუ რაიმეს მიღწევა გინდათ, უნდა იმუშაოთ… ციდან არაფერი არ ცვივა. ჩვენ ისრაელში ძალიან ბევრს ვმუშაობდით… რა არის ამაში ცუდი?! არ ვიცი… ადამიანები შვებულებაში გადიან… ეს დროის ფუჭი ხარჯვაა. მე 90-ს გადავცილდი და არასდროს ვყოფილვარ შვებულებაში. მე მეუბნებიან "შენ რა… არანორმალური ხარ? როგორღა ისვენებ?" მე კი ვამჯობინებ ვიმუშაო და სამუშაოსგან სიხარულს ვღებულობ. პესიმისტებიც ნუ იქნებით! ესეც დროის ფუჭი ხარჯვაა… განსაკუთრებით მაშინ, როცა დროება იცვლება` _ ეს ისრაელის უხუცესი პრეზიდენტის, აწ გარდაცვლილი შიმონ პერესის სიტყვებია.
  ახლა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ებრაელი ხალხის უსაყვარლესმა პრეზიდენტმა დაისვენა. თუმცა, სიკვდილის წინ მაინც მოახერხა სასარგებლო ყოფილიყო ხალხისთვის. მისივე სურვილით, ყოფილი პრეზიდენტის რქოვანას ტრანსპლანტაციისთვის გამოიყენებენ.
კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი