სოფელ შილდაში გარდაცვლილი ეკა ნაქევხრიშვილის მაზლი, რომელმაც რძლის დაკრძალვის დღეს თვითმკვლელობა სცადა, მკურნალობას ფსიქიატრიულ კლინიკაში განაგრძობს. ექიმების ინფორმაციით, გურამ გურასპიშვილზე, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შემდგომი დაკვირვება გადაწყდა.

შილდაში არ გამორიცხავენ, რომ მამაკაცის მხრიდან სიმულაციას აქვს ადგილი, რადგან მას ფსიქიკური პრობლემები სხვა დროს არ გამოუვლენია.

24 წლის ეკა ნაქევხრიშვილის საქმის ძიება კი გრძელდება. ოჯახი მედიასთან აღარ კონტაქტობს. სოფელში კი ეჭვი აქვთ, რომ ქალი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი თოკზე დაკიდეს.

საქმით მესამე სექტორიც არის დაინტერესებული. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გარდაცვლილის 3 წლის ბავშვის ოჯახისგან განრიდებას ითხოვს, რომელიც ამ დრომდე ბებიასთან და მამასთან რჩება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი