ჟურნალისტი _ გია გაბრიჭიძე სახალხო დამცველს მიმართავს და „მაია ასათიანის შოუ“-ს შეფასებას სთხოვს:

„მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს, ბ-ნ უჩა ნანუაშვილს:
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ერთ-ერთი პროდუქტი, „მაიკო ასათიანის შოუ”, ბოლო ორი გადაცემით არღვევს ადამიანის უფლებებს. წინა გადაცემაში, გადაცემის სტუმრებთან ერთად ახდენდა არასრულწლოვანის შეურაცხყოფას, მისი და მისი მომავალი მეუღლის პატივისა და ღირსების შელახვას, მისი ოჯახის დისკრედიტაციას და დაცინვას. დღეს, ანალოგიური ქმედებით ანხორციელებს საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის არასრულწლოვანთა ღირსებისა და პატივის შელახვას, მათი გამოხატვის უფლებების დაცინვას და ამ პროცესის დროს იყენებს ასაკოვან ადამიანებს, რაც ეიჯიზმის აშკარა გამოხატვაა.
როგორც საქართველოს მოქალაქე და ჟურნალისტი, მოვითხოვ თქვენს შეფასებას.
ყოველგვარი პატივისცემის გარეშე, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, სერგეი მესხის პრემიის ლაურეატი, გიორგი გაბრიჭიძე.

ე.წ. ჟურნალიტური ეთიკის ქარტიას და უფლებადამცველ ორგანიზაციებს არ მივმართავ. მათი აზრი ნამდვილად არ მაინტერესებს. უჩა ნანუაშვილს და მთელს მის აპარატს, მეც, იმ არასრულწლოვანის ოჯახის წევრები და დღევანდელი გადაცემის მონაწილენი ხელფასებს ვუხდით.“

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი