სოციალურ ქსელში დაჭრილი შვლის ფოტო და მისი ისტორია ვრცელდება. თურმე, დაჭრილი იპოვეს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. საწყალი, ვერ გადაარჩინეს და დღეს დილით მოკვდა. ის ბრაკონიერის ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა.

სოციალურ ქსელში ამ ამბავს ბევრი გამოეხმაურა. პოლიტიკოსი ირაკლი ღლონტი წერს: : „ბრაკონიერის ტყვიას შეწირული ბუნების მშვენება. აკრძალულიც რომ არ იყოს, ვერაფრით ვერ შევძლებდი ნადირობას შველზე. განსაკუთრებით ვაჟას ,,შვლის ნუკრის ნაამბობის” შემდეგ. p.s. შენ არ ხარ მონადირე, შენ ბრაკონიერი გქვია, მკვლელი ხარ და უბრალოდ ცუდი ტიპი ხარ რა!“

ბაქარი გურგენიძე: „არანაირად დაცული არ არის არაფერი… როგორც უნდათ ისე „გულაობენ“. მე არ ვუკარგავ შემართებას და თავდადება იმ ბიჭებს, რომლებიც ცდილობენ, დაიცვან ტყეები, მაგრამ ეგ არაფერს შველის რეალურად. ამაზე უნდა იყოს დიდი ხნის პატიმრობა და კონტროლდებოდეს ძალიან მკაცრად, თორე დაცარიელდა საქართველოს ტყეები ბიოლოგიური ორგანიზმებისგან. მალე ტყეც გაქრება“.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი