„ გუშინ, ჩემს სოფელში, ქვიტირში მოხდა უბედური საგზაო შემთხვევა (27 თებერვალი), მარშუტკა გზიდან მოსრიალდა,დაეჯახა გოგონას და მის მამიდაშვილ ბიჭს. ნინი, სოფლის მკვიდრი, ადგილზე გარდაიცვალა. მამიდაშვილი ძალიან მძიმედაა, ვუსურვებ გამოჯანმრთელებას… ნინოს მშობლებს კი, გაძლებას!


შენმა უბედობამ როგორ აგვატირა,
როგორ ელდა დაგვცა ნინი,
ან კი, განგებამაც,როგორ გაგიმეტა,
მშობლებს რომ მოგწყვიტა შვილი.
როგორ ციმციმებდი ვარსკვლავს ედრებოდი,
ვარდის კოკორივით ზრდილი,
ახლა აპირებდი გაფურჩქნულიყავი,
წამმა გაგიმეტა ნინი.
მთელი სოფელი და მთელი საქართველო,
გულდამძიმებული გტირის,
შენი უბედობა სოციალურ ქსელში,
იმ წამს დაიწერა ნინი.
რადგან შენი ბედი, უბედობით სავსე
მხოლოდ თოთხმეტ (14) წლამდე მიდის,
ბევრი მოასწარი,მაგრამ ვერ ივარდე,
ზეცას დაამშვენებ ნინი.
ალბათ,ბედი იყო,ანგელოზად გაჩნდი,
ფრთებით შეიმოსე ნინი,
ჩვენ კი გაგვაოცა,შენმა გარდასახვამ
ჩემთვის უცნობ გოგოს გტირი…
არა, რატომ ხდება ამოდენა ცოდვა,
უკვე გავბოროტდი- ვჩივი,
არა, არ მომკვდარხარ, შენ ფერი იცვალე,
მიწას არ დატოვებ ნინი…
მწუხარებით :ინგა ჯულაყიძე-ბაბუნაშვილი“ _ ტრაგიკული ამბავი, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.
კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი