ნიკა მემანიშვილი, უფლებადამცველი:

_ მეგობრებო. ხვალ 21 მარტს, მთავარ პროკურატურასთან გაიმართება აქცია. მას გამართავენ იუმორისტის და შ.ს.ს-ს თანამშრომლის, დავით როსტომაშვილის ცემის ფაქტზე დაკავებული ახალგაზრდების ოჯახის წევრები. ასევე მისი მევახშეობრივი საქმიანობისგან დაზარალებული ადამიანები. ამ აქციას უერთდება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია.

დავით როსტომაშვილი 2011 წელს გახლდათ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, კერძოდ მომარაგების სამსახურის უფროსი. ამ პერიოდში მან გლდანის ციხეში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ამჟამად ერთ-ერთ დაკავებულ ახალგაზრდას. სწორედ აქედან დაიწყო კონფლიქტი, რომელსაც მოჰყვა როსტომაშვილის ცემის ფაქტი.

რამდენიმე კვირის წინ განცხადებით მივმართეთ პროკურატურას, გამოიძიოს როსტომაშვილის მიერ ჩადენილი ქმედება. ხვალინდელ აქციაზე გაჟღერდება სხვადასხვა მოთხოვნები.

როსტომაშვილი არა მხოლოდ იუმორისტი, არამედ ცნობილი მევახშე და ცნობილი ზონდერია, რომელიც დღესაც მუშაობს შ.ს.ს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში. საზოგადოება ყველაფერს გაიგებს დეტალურად მისი საქმიანობის შესახებ.

შემოგვიერთდით! ნუ გავწირავთ ახალგაზრდებს როსტომაშვილის გამო მრავალწლიანი სასჯელისთვის.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი