ოჯახური ძალადობის ფაქტები არ წყდება. ამჯერად, ვაკეში, პიქსელის შენობასთან მამაკაცმა ქალი ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა, აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი და მამაკაცი ცოლ-ქმარი არიან. თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა ქალი დაჭრა, შემდეგ კი ყელი გამოიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილლი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი