“რა ჭირს ამ გაზს? ჯერ ერთი – 3–ჯერ გაზრდილი გადასახადი მოვიდა და მეორე,  ჩართული გაზი თავისით ქრება. კიდევ კარგი, ჩემი გაზქურა ავტომატურად იკეტება, თორემ შეიძლება, გაზმა გაჟონოს”. _ წერს ფეიქბუქის საკუთარ გვერდზე  ჯანდაცვის ექსპერტი – თინათინ ტურძელაძე.

ახალი წლის შემდეგ, თბილისში ახალი პრობლემა გაჩნდა. როგორც ამბობენ, 2016 წლის ბოლო თვეში, დედაქალაქის მოსახლეობამ მიიღო ქვითრები, სადაც დანახარჯი 100 პროცენტით არის გაზრდილი. ზოგი ბუნებრივი აირის დანახარჯის ცვლილებას უხარისხო ბუნებრივი აირით ხსნის, ზოგიც გაზმომარაგების კომპანიის მხრიდან მანიპულაციებზე ეჭვობს. ფაქტი ის არის, რომ ოფიციალურად, ბინებრივ აირზე გადასახადი არ გაზრდილა, არაოფიციალურად კი რა ხდება, ღმერთმა უწყის.

ბუნებრივი აირის გაზრდილ დანახარჯებს უხარისხო პროდუქტით ხსნიან სპეციალისტებიც. ექსპერტების ნაწილი კი ბუნებრივი აირის გაზრდილ მოხმარებას ძლიერი ყინვებით ხსნის. რატომ მოუვიდა მოსახლეობას ბუნებრივი აირის გადასახადი თითქმის გაორმაგებული ოდენობით, ყაზტრანსგაზ თბილისში არ საუბრობენ.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი