Home ახალი დამატებული „შევესწარი ახალგაზრდის დაკავების ფაქტს, რომელიც ზარის განხორციელებას ითხოვდა“

„შევესწარი ახალგაზრდის დაკავების ფაქტს, რომელიც ზარის განხორციელებას ითხოვდა“

20 second read
0
16

ლაშა ჩხარტიშვილი, უფლებადამცველი:

_  ეს სახალხო დამცველის ოფისის „ცხელი ხაზის” არაეფექტურობაა, თუ ცალკეულ თანამშრომელთა გულგრილობა?!

დაახლოებით 10 წუთის წინ, ნინოშვილისა და ფოცხვერაშვილის ქუჩის კუთხეში, ბაზრობის მიმდებარე ავტოსადგომთან შევესწარი ახალგაზრდა ბიჭის დაკავების ფაქტს, რომელიც 1 ზარის განხორციელების უფლებას ითხოვდა. მე მას მავთულის ღობის მეორე მხრიდან ვკითხე, ადვოკატი ან სახალხო დამცველის ოფისთან დაკავშირება ხომ არ ესაჭიროებოდა და მან დამიდასტურა ეს. სამწუხაროდ, სახელი და გვარის თქმა ვერ მოასწრო, ჩასვეს საპატრულო პოლიციის მანქანაში და წაიყვანეს…

 ამ დროს მე მესაუბრებოდა მეორე პოლიციელი, მართალია ზრდილობიანად, მაგრამ დაკავებულს არ მისცა საშუალება სახელი და გვარი დაესახელებინა. ეს ყოველივე შევატყობინე სახალხო დამცველის „ცხელი ხაზი“-ს ოპერატორს, რომელმაც განაცხადა, რომ სახელი და გვარის გარეშე ისინი რეაგირებას ვერ მოახდენენ, მიუხედავად იმისა, რომ დეტალური ინფორმაცია მივაწოდე, მათ შორის დაკავების ზუსტი ადგილიც ვუთხარი. ვფიქრობ, რომ სამსახურეობრივი გულგრილობის კლასილური მაგალითია. მოვითხოვ ამ ფაქტზე ომბუდსმენის რეაგირებას!

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *