შატილში ჩარჩენილი რუსთავის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გამოიყვანეს.

უგზოობისა და უამინდობის გამო, ექსკურსიაზე მყოფი 15 ბავშვი, 2 მასწავლებელთან და 2 მშობელთან ერთად, ხევსურეთიდან უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.

შსს-ს ინფორმაციით, ბავშვები და მასწავლებლები უკვე თბილისში არიან.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი დღეს შატილის მიმართულებით რამდენიმე რეისს განახორციელებს და ადგილზე დარჩენილ ტურისტებსა და მოსახლეობას უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანს.

პარალელურად, შსს-ს მაშველები დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის ხეობაში, მყოფი 5 უცხოელი ტურისტის სამაშველო ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ.

ამ წუთებში მიმდინარეობს ტურისტების გამოყვანა შატილის მიმდებარე ტერიტორიიდან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი