პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: მოვუწოდებ ჩვენი ქვეყნის ყველა ამაყ, თავმოყვარე მოქალაქეს, დაგვეხმარეთ

,,კაცთ არამსგავსი, წამხდარი. აი, ეს გენიალური ეპითეტები ჩვენს წინაპრებს ზუსტად ბიძინა ივანიშვილისთვის მოუგონიათ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონის 25-ე მუხლი პირდაპირ ავალდებულებს ბანკებს, გასცენ კრედიტი პარტიებზე, ყველა ბანკმა, ხოლო ათდღიანი ფიქრის შემდეგ უკვე დღეს, TBC ბანკმაც უარი გვითხრა კანონით მინიჭებულ ამ უფლებაზე. ის ფაქტი, რომ ბიზნესიდან ათეული წელია ერთი თეთრი არ შემოგვსვლია, ეს მარტო ქვეყანამ კი არა, ლამის მთელმა მსოფლიომ იცის. მოკლედ, ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ჩვენი ფინანსური მოხრჩობა. სხვანაირად ვერ შეგვაჩერა. მე ყოველგვარი ყალბი პათეტიკის გარეშე მოვუწოდებ ჩვენი ქვეყნის ყველა ამაყ, თავმოყვარე მოქალაქეს, დაგვეხმარეთ რაც შეგიძლიათ ამ დოლარის გველეშაპებთან ბრძოლაში.

გაიზიარეთ და გაავრცელეთ. ჩვენი საარჩევნო ფონდის რეკვიზიტებია: ანგარიშის მფლობელი: საქართველოს ლეიბორისტული პარტია საქართველოს ბანკი, ანგარიშის N:GE34BG0000000331054602GEL”_ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close