ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ომის ვეტერანებს 9 მაისს ულოცავს.

  შალვა ნათელაშვილი:

  _ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ომის მომგები, ქართველი უმაღლესი მთავარსარდალი, სიკვდილის შემდეგ საფლავ-საფლავ ათრიეს. რუსეთისთვის ატომური იარაღის შემქმნელი მეორე ქართველი მოკლეს და დაწვეს, დესერტად მასვე დააბრალეს ტროცკის, იაგოდას, ეჟოვოის ცოდვები, თითქოს თავისი არ ეყოფოდა. რაიხსტაგზე დროშის აღმმართავი მესამე ქართველი მელიტონ ქანთარია აფხაზეთიდან გამოაძევეს, ლტოლვილობაში მოკლეს და მისი ოჯახი დღესაც გაძევებულია ფუძიდან, აღარაფერს ვამბობ იმ 400 ათას მეორე მსოფლიო ომს შეწირეულ ქართველ საჯიშე ბიჭებზე, რომელთა რაოდენობაც ყველაზე დიდი მსხვერპლი გამოდის მოსახლეობის კოეფიციენტით მთელ მეორე მსოფლიო ომში.

და ამ უდიდეს ომში გამარჯვების დღევანდელი იუბილესათვის რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩამოთვლილ მოღვაწეთა სამშობლოს მინიმუმ 20 პროცენტი, სადაც დამყარებული აქვს ისეთი რეჟიმი, როგორიც თვით ჰიტლერმა ვერ მოახერხა ოკუპირებულ საბჭოთა ტერიტორიებზე. აი ესაა მწარე რეალობა.

ვულოცავ ყველა ამ დიდი ომის მონაწილეს გამარჯვების დღეს, წასულების ხსოვნა იყოს სამარადისო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი