ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ და პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ ფულის გათეთრებაზე გამოძიების მოთხოვნით გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მიმართა.

შალვა ნათელაშვილი:

_ ნენსკრა ჰესის მშენებლომამ უკვე გამოწივია ეკოლოგიური კატასატროფა, რასაც ვეღარაფერი შეაჩერებს. დაიწყო სვანეთის დაცარიელება. მე მივმართე გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, შექმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ოლიგარქ ივანიშვილის მიერ ფულის გათეთრების მიზნით, საქართველოს დაქცევა-განადგურებას და ამ მეთოდით ჰესების მშენებლობას. ვინაიდან ეს პიროვნება ითვლება ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერად, რომელთანაც სამართალდამცავ ორგანოებს არ აქვთ არანაირი საშუალება მის მიმართ გაატარონ სამართლებრივი ღონისძიებები, ასეთ შემთხვევაში, გაეროს წესდების შესაბამისად, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს გაერომ, სხვა შემთხვევაში გაგრძელდება საქართველოს დაშლა-განადგურება უკვე ეკოლოგიური ჰდრო-ოკუპაციის კუთხით და აქ საცოვრებელი ადგილიც აღარ დარჩება. რაც სვანეთში მოხდა, ამის შესახებ ადრევე იყო ცნობილი და ვაფრთხილებდით ქვეყანას და საერთაშორისო საზოგადოებას.

ივანიშვილმა და კალაძემ ამ გზით გაანადგურეს თერგის ხეობა, ჭოროხის ხეობა არის იავარქმნილი. ალგეთსა და ტანძიაზე ოქროს მოსაპოვებლად რა ქნა ბიძინა ივანიშვილმა, ამის თაობაზე ყველა საქმის კურსშია. შაორის წაყალსაცვზე მილიონობით წაბლის ხე მოიჭრა და გაიტანა საზღვარგარეთ ივანიშვილმა, ლეჩხუმის დატბორვას რომ აპირებდა და ხანდოს ხეობასაც მიწვდა ესეც ცნობილია. ჰესზე სამშენებლო სამუშაოებმა, ნენსკარს კალაპოტის არაერთხელ შეცვლამ, აფეთქებებმა დაძრა მიწა, რომელსაც ვეღარაფერი გააჩერებს და იმ ხალხი სასწრაფოდაა მოსაძებნი ახალი საცხოვრებელი. მთელი ეს დანაშაული, ცოდვა ბიძინა ივანიშვილის კისერზეა, ისევე როგორც მისი და კალაძის კისერზეა დევდორაკის ჩამოქცევა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი