ვახტანგ მაისაია, სამხედრო ექსპერტი, პროფესორი:

_ ვფიქრობ, რომ დღეს სიტუაციამ მიაღწია საკმაოდ საინტერესო მდგომარეობას, რომელსაც შეიძლება, ვუწოდოთ “მართული აბსურდიზმი”….

სადაც ყოფილი პროკურორი და ტოტალიტარიზმის მთავარი იდეოლოგი მოგვევლინა თავისუფლების სიმბოლოდ (დოქტორ ჰებელსის რეკარნაციის ვარიანტში), პოლიტიკური პარტიები ატარებენ მას-მედიის შტაბ-ბინებში თავიანთ პარტიულ შეკრებებს და იქ ღებულობენ გადაწყვეტილებებს (ამით თავის თავი უკვე აქვთ ლუსტრირებული).

ჩვეულებრივი სასამართლო დავა ღებულობს პოლიტიზირებულ ხასიათს. ასევე, ტელევიზიისთვის მიდის ბრძოლა კოჰაბიტაციის პრინციპებზე, რადგანაც, ისინი ვინც მართლა იდგნენ ამ ტელევიზიის თავისუფალი სულისკვეთების მებაირახტეებად და არიან მისი რეალური მფლობელები, არ არიან ამ ბრძოლის სათავეში.

 ქვეყნის პრეზიდენტი მოითხოვს უმაღლესი სასამართლო ხელისუფლების შტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას, თითქოს ეს იყოს ქუჩაში გამართული ბაზრობა. საინფორმაციო ველი გადაიქცა დაბალი დონის თოკ-შოუებად… კაბუკოს თეატრი ალბათ იქნებოდა აქ მონაგონი… და თანაც, საზოგადოება აბსოლუტურად ინდიფერენტულია ან უფრო ბრძენია და ასე უდგება პოლიტიკურად ანგაჟირებულ და პროპაგანდისტურ სატელევიზიო არხებს, სადაც ყველაფერი არის უთავბოლოდ არეული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი