შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი:

_ ისევე როგორც მინიმუმ არასწორია, სავსებით აუცილებელი, თუნდაც გადაჭარბებული სიფრთხილის გამოჩენისათვის საოკუპაციო ხაზზე მყოფი სამოქალაქო სექტორის გაკიცხვა. ასევე მცდარია იმ ხურვალეთელების დამუნათება, რომლებიც არ აკეთებენ რევოლუციურ განცხადებებს ოკუპანტთა წინააღმდეგ.

გაითვალისწინეთ, რომ პატარა ხურვალეთში მცხოვრები ათი მოქალაქიდან ცხრა უკვე ნამყოფია ცხინვალის იზოლატორში. ყოველ წამს ისინი რუსულ ხიშტებს უყურებენ თავის ეზოებში. ყოჩაღ მაგ ხალხის გმირობას, რომ ცხოვრობენ ფრონტზე და მაინც არ ტოვებენ ფუძეს. აი, ეს სულიერი ღირებულება დაგვიბრუნებს სწორედ დაკარგულ მიწებს.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი