Silhouette of a hunter aiming his shotgun

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურის მოსახლეობა პირუტყვზე მტაცებელი ცხოველების თავდასხმაზე საუბრობენ. ადგილობრივები ხელისუფლებისგან მტაცებელი ცხოველის განადგურების ნებართვას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, ათ დღეში მტაცებელმა ცხოველებმა ექვსი მსხვილფეხა პირუტყვი გაანადგურეს. მსგავსი შემთხვევა სხვა სოფლებშიც დაფიქსირდა. ადგილობრივების მტკიცებით, ორი დღის წინ მგლების ხროვამ პირუტყვი საცხოვრებელ სახლებთან ახლოს გაანადგურა.
ხულოს გამგებლის განცხადებით, მტაცებელი ცხოველისგან მიყენებულ ზარალის ოდენობას უახლოეს დღეებში დაადგენენ.
მისივე თქმით, მგლის და დათვის მოკვლის ნებართვასთან დაკავშირებით წერილობით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უკვე მიმართეს და მოსახლეობას საფრთხის თავიდან ასაცილებლად უფლება აქვს მტაცებელი ცხოველი გაანადგუროს.
საქართველოში გარეულ ცხოველზე საკუთრების უფლება აქვს სახელმწიფოს.

pia.ge

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი