,,შარშანდელი სტატუსია, მაგრამ ახლა უარესი სიტუაციაა ….
2003 წლის მაისია და მოსახლეობასთან ვართ შეხვედრაზე გლდანის ბაზართან. შემოგვესია ხალხი …… ბატონო მიხეილ, გვიშველეთ რამე, პირველ სართულზე თოკზე სარეცხი ვერ გაგვიფენია, მანქანა გარეთ ვერ გაგვიჩერებია, გარდა იმისა, რომ მანქანებს გვპარავენ – გვიძარცვავენ , სარკეებს გვიხსნიან , აკუმულატორებს იპარავენ, ბენზინს არ გვიჩერებენ მანქანაში, მაგნიტოფონს ვხსნით და სახლში ვინახავთ, რომ არ მოგვპარონ, ჩაბნელებულ სადარბაზოში ვერ შევდივართ , ჩანთებს გვტაცებენ ხელიდან და ა.შ.
2006 წლის შემოდგომაა და ერთ-ერთი ობიექტის გახსნაზე ვართ … უამრავი ადამიანია მოსული და ძირითადად ქალები (მათ შორის ბევრი ვიცანი, 2003 წლის შეხვედრიდან ) ხელში წერილებით. მიშას პიჯაკის უბე რომ გაევსო წერილებით, მე მთხოვა წერილების ჩაბარება.
წერილების გადმოცემის პარალელურად დედები მეხვეწებოდნენ, როგორც დედას გულთან მიმეტანა წერილის ადრესატის გულის ტკივილი და აუცილებლად გადამეცა პრეზიდენტისთვის ის, რომ დიდ მადლობას უხდიან იმისათვის, რომ კრიმინალი დაამარცხა, სარეცხსაც ტოვებდნენ თოკებზე და მანქანებსაც ტოვებდნენ ღიას, განათებულ და ლიფტიან სადარბაზოში არავინ აღარ აწუხებთ, მაგრამ აუცილებლად უნდა წაიკითხოს მიშამ , რომ ჩემი შვილი უკანონო პატიმარიაო…
ახლა ყველა დედის ,,უკანონო პატიმარი” შვილი გარეთ არის და წუხელ ამიტომაც მოხსნეს ვარკეთილის მეტროსთან ოთხივე საბურავი სამარშრუტო ტაქსს და ამიტომაც ჩამომიხსნეს თოკიდან ჯინსები” _ აცხადებს ნაციონალური პარტიის წევრი მეგი გოცირიძე.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი