ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ყოფილი ადვოკატი -მამუკა მდინარაძე ოპტიმიზმს არ კარგავს. ლარის კატასტროფული გაუფასურებისა და პროდუქტსა თუ პროდუქციაზე დასების ზრდის მიუხედავად, ის აცხადებს, რომ ქვეყანაში არ არის ისეთი მდგომარეობა, როგორც ამას ოპოზიცია ხატავს.

„ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებული ვართ, იმ გეგმის რეალურობაში, რაც მთავრობის მხრიდან წარმოდგენილია. როდესაც მთავრობის ეკონომიკური გეგმა მოქმედებაში მოვა და ამასთან დაკავშირებით კრიტიკული კითხვები იქნება, პირველი გამხმოვანებლები ამ კრიტიკული კითხვების თავად ვიქნებით. არ ვაპირებთ, რომ ჩვენი გუნდურობის მიუხედავად, ერთ ხმაში ვილაპარაკოთ“, – განაცხადა  მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, მმართველი გუნდი მთავრობას პარლამენტში იმ შემთხვევაში დაიბარებს, თუ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა კრიტიკულად გაგრძელდება.

 

.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი