საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპონენტებს ურჩევს, მანიპულირებისგან და სპეკულირებისგან თავი შეიკავონ და საზოგადოებას უკეთ აუხსნან იმ სისტემის შინაარსი, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად უნდა დამკვიდრდეს.

ირაკლი კობახიძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებული რეფერენდუმის კითხვის დარეგისტრირების საკითხს სტრასბურგიდან გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის არჩევის წესზე კვლევა ჩატარდა.

„მოსახლების 81 პროცენტი პრეზიდენტის არჩევას პირდაპირი წესით მხარს უჭერს. მოსახლეობის 75 პროცენტი მხარს პრემიერ-მინისტრის არჩევას პირდაპირი წესით უჭერს. ეს მარტივი ექსპერიმენტი იმაზე მიანიშნებს, რომ თუ ხალხს არ შეუქმნი წარმოდგენას სისტემის არსის თაობაზე, მარტივად შეიძლება ის შეცდომაში შეიყვანო.

აქედან გამომდინარე, ყველას ვურჩევ, რომ მანიპულირებისგან და სპეკულირებისგან თავი შეიკავოს და საზოგადოებას იმ სისტემის შინაარსი უკეთ აუხსნას, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად უნდა დამკვიდრდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

ამას გარდა, კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვისთვის მზადაა.

„საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ნებისმიერ კონსულტაციას მივესალმებით და მზად ვართ, ამ კონსულტაციებში ჩავერთოთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შედგეს საერთო კონსენსუსი დოკუმენტთან დაკავშირებით. ამისთვის „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი