ამ კომენტარს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ცოტნე გამსახურდია:

_ ყაჩაღობისთვის ნასამართლევ იაკობს, რომ ქორეპისკოპოსად დააყენებ და საპატრიარქოს ფინანსურ სამსახურს ჩააბარებ, რას მაგონებს, იცით? აი, ნარმანიამ სოციალურად დაუცველთა თანხების გაფლანგვისათვის ნასამართლევ გელა ჩივიაშვილს რომ მერიის სოცსამსახური ჩააბარა… ან იმას, სერგეენკომ პენსიონერების ფულის შემჭმელ ზაზა სოფრომაძეს რომ სოციალური მიმართულება ჩააბარა სამინისტროში… როგორ ჰგავს სტილი, არა? 😉
ამონარიდი დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის წერილიდან:
“განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო საკითხზე, რომელიც ამ ბოლო დღეების განმავლობაში ძალზედ აქტუალურია. ეს ეხება საპატრიარქოს კლინიკის საკითხს. მოგეხსენებათ, მრავალი საჩივრის საფუძველზე ჩვენ ფინანსური შემოწმება ჩავატარეთ საპატრიარქოს კლინიკაში, სადაც აღმოჩნდა, 5 მლნ. ლარამდე დავალიანება რომელიც დაგროვილი იყო არაკეთილსინდისიერი მენეჯმენტის თაღლითური სქემების მეშვეობით და სადაც, სავარაუდოდ, გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულებიც (სამწუხაროდ არ ხდება ამ ადამიანთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება). ამ საკითხის ჩემი მხრიდან დასმისთანავე საპატრიარქოს საფინანსო საბჭოს თავმჯდომარემ, ქორეპისკოპოსმა, იაკობმა კატეგორიულად მომთხოვა, არ გამეხმაურებინა ეს საკითხი”, – წერს ცოტნე გამსახურდია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...

LEAVE A REPLY