მეოცე საუკუნის დამდეგს, როდესაც თურქებმა მცირე აზიიდან მართლმადიდებელ ბერძენთა უმეტესობა გაასახლეს, სმირნასთან ახლოს ასეთი რამ მოხდა:

ვიღაც თურქ ყასაბს ჰქონდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ძველი ხატი, რომელსაც ხორცის დასაჭრელ ფიცრად იყენებდა. ერთმა მართლმადიდებელმა ეს რომ დაინახა, გადაწყვიტა, აღეკვეთა სიწმინდის საშინელი შეურაცხყოფა და ხორცთან ერთად ხატიც იყიდა, ისე როგორც ჩვეულებრივი ფიცარი. სახლში მან ხატი გაწმინდა და სასტუმრო ოთახის კედელზე ჩამოკიდა.

სამწუხაროდ, ეს კაცი მწეველი იყო. რამდენიმე დღის შემდეგ, მას ძილში ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და უთხრა: დამაბრუნე ისევ ყასაბთან, მირჩევნია, მან ნაჯახი მირტყას, ვიდრე  შენ „ეშმაკის საკმეველის“  სიმყრალით შემბილწო. ქრისტიანმა კაცმა გაიაზრა თავისი ცოდვა და მოწევას სამუდამოდ დაანება თავი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი