ყაზტრანსგაზ-თბილისი მოსახლეობის პრეტენზიებს გამოეხმაურა. ბრიფინგზე შპს ”ყაზტრანსგაზ თბილისის” დირექტორმა ფინანსურ და მარკეტინგის საკითხებში ნინო თურმანიძემ განმარტა:

„2016 წლის დეკემბრის თვეში მიღებული და რეალიზებული იქნა 123 მილიონი კუბ მეტრი ბუნებრივი აირი, მაშინ როცა ნოემბერში მიღებული იყო 82 მლნ კუბ მეტრი, ხოლო 2015 წლის დეკემბერში მიღებული და რეალიზებული ბ/აირის მოცულობამ შეადგინა 97 მილიონი კუბ. მეტრი. მიმდინარე წლის დეკემბერში ბუნებრივი აირის მატებამ გასულ თვესთან შედარებით 49%, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შეადგინა 26%.

აბონენტების მიერ მოხმარებული გაზის რაოდენობის მატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გარემო ტემპერატურის კვეთრმა კლებამ. დეკემბრის თვეში დღის საშუალო ტემპერატურა 5-8 გრადუსით დაბალი იყო გასული წლის დეკემბერთან შედარებით.

ქალაქში შემომავალი გაზი ნაწილდება უშუალოდ საცალო მომხმარებლებზე და მიღებული გაზის აღრიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველების მეშვეობით, შესაბამისად დეკემბრის თვეში მოხმარებული ბ/აირი აღირიცხა აბონენტების მრიცხველებზე. ნებისმიერ აბონენტს, დაინტერესების შემთხვევაში საშუალება აქვს თვითონ იანგარიშოს მოხმარებული ბ/აირის მოცულობა და საფასური.
ხოლო, თუ აბონენტს ეჭვი ეპარება მრიცხველის გამართულ მუშაობაში შეუძლია მოგვართოს კომპანიის ცხელ ხაზზე 240 40 04 ან ნებისმიერ სადისტრიბუციო ცენტრში და ჩვენი სპეციალისტები უსასყიდლოდ შეუმოწმებენ აღრიცხვის კვანძს.“

მოსახლეობის პრეტენზიებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაშიც გამოეხმაურნენ. სემეკის განცხადებით გაზის სექტორში ტარიფები უცვლელია. მოქალაქეებს პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში შუძლიათ კომისიას განცხადებით მიმართონ ან დატოვონ შეტყობინება კომისიის ცხელ ხაზზე – 2420180. კომისია მათ საკითხებს ინდივიდუალურად შეისწავლის.

 ასე, ძალიან მარტივად შეიძლება პრობლემის გადაჭრა და ხალხისთვის ნაცრის შეყრა. ჩვენ სათქმელი ვთქვით და ახლა თავში ქვაც გიხლიათ, რამდენიც გინდათ იმდენი ილაპარაკეთო… _ გვითხრა ოფიციოზმა. გამოდის, რომ არაოფიციოზი ამაოდ ვიშვიშებს. 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი