SOS!
ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა, ბანკების დავლიანების ამომღები ჯგუფების მსგავსად, დაიწყეს ტერორისა და შანტაჟის ენით საუბარი მოსახლეობასთან!
დღეს, დაახლოებით 1 საათზე დამირეკა ყაზტრანსგაზის თანამშრომელმა, ახალგაზრდა ბიჭმა, რომელმაც მკაცრი ტონით მითხრა, რომ დავალიანება მაქვს გადასახდელი და თუ არ გადავიხდიდი, ჯარიმას დამიწერდნენ და  გარედან (ალბათ მთელ სადარბაზოს, რადგან მრიცხველი ბინაშია. ავტ. ნ.ბ.) გამომირთავდნენ გაზს.
ქალაქში ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ. როცა ეს განვუმარტე, მიპასუხა, არ მაინტერესებს, მოაგვარეთ როგორც გინდათ, თორემ ასე მოვიქცევითო. გადავამოწმე და აღმოჩნდა, რომ გადახდის ვადა მაქვს 12 აგვისტოს ჩათვლით. დღეს კი არის 10 აგვისტო, ანუ ორი დღით ადრე დამაშანტაჟა და დამაშინა.
მივმართავ ყაზტრანსგაზის ხელმძღვანელობას, მოიძიეთ ისანი-ვაზისუბნის ბიზნესცენტრის კონტროლიორის, დავით ბასილაძის საუბარი 10 აგვისტოს, 13 საათზე ჩემთან (აქ არ ვწერ ჩემი და ბასილაძის ტელეფონის ნომრებს, მაგრამ დაინტერესების შემთხვევაში შეგატყობინებთ) და დარწმუნდებით, თქვენი თანამშრომელი როგორ აშანტაჟებდა მოსახლეობას. ეს მაშინ, როცა თქვენივე ესემესის მიხედვით, არ ამოწურული გადასახადის გადახდის ვადა.

  ყაზტრანსგაზის თანამშრომელ ბასილაძეს თურმე არც იმის ეშინია, ვინმე, მის მიერ ჩადენილი უკანონობის ფაქტს თუ გამოაქვეყნებს და გაასაჯაროვებს. როდესაც ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი და მის მიერ შანტაჟის ენით საუბარს გავხდიდი საჯაროს, მიპასუხა, რაც გინდათ ის გააკეთეთო. საიდან აქვს თქვენს თანამშრომელს ასეთი თავისუფლება და გონორი? იქნებ თქვენ მიეცით ამის უფლებას? ან დაავალეთ, რომ ამ ფორმით ამოიღოს მოსახლეობისგან გაზის გადასახადი, რომელიც, ჩვენდა საუბედუროდ, გაზრდილი ტარიფით მოგვეწოდება და განმკითხავი არავინ არის?
#არაყაზტრანსგაზისშანტაჟს!
ველოდები ყაზტრანსგაზის გამოხმაურებას! _ ეს წერილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დღეს, 9 აგვისტოს დავდე სტატისად, რასაც მოსახლეობის გამოხმაურება მოჰყვა. მათგან შევიტყე, რომ ყაზტრანსგაზის თანამშრომლებისგან ეს არ არის შემთხვევითი ფაქტი და ისინი ხშირად საუბრობენ აბონენტებთან შანტაჟის ენით.

მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომლებიც ასეთი ფაქტის შემსწრენი არიან ან გახდებიან, დაგვიკავშირდნენ euronews.ge -ს პირად გვერდზე. მოგვაწოდონ მტკიცებულებები და ჩვენ, ყველა ასეთ ფაქტს გავხდით საჯაროს. თავად ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისათვის და ნუ დაველოდებით სხვას!

მოგვიანებით, როცა ყაზტრანსგაზის თანამშრომლის მიერ ჩემი დაშანტაჟების ფაქტი გამომზეურდა, საქმეში ენერგოომბუდსმენი, სალომე ვარდიაშვილი ჩაერთო, რისთვისაც მადლობას ვუხდი მას (ის ხშირად ეხმაურება და რეაგირებას ახდენს euronews.ge -ს სტატიებში მითითებულ ფაქტებზე). შემდეგ კი დამირეკა ყაზტრანსგაზის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელმა, ბესო გოგინაშვილმა და ფაქტის დეტალები გამომკითხა. მას გადავუგზავნე ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტური მასალაც და ვუთხარი, რომ ჩანაწერსაც ვინახავ.

euronews.ge თავადაც დაიწყებს მსგავსი ფაქტების მონიტორინგს იმ განსხვავებით, რომ  ჩვენ, ყველა ფაქტს საჯაროს გავხდით.

ნელი ვარდიაშვილი, საინფორმაციო სააგენტო euronews.ge ს მთავარი რედაქტორი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი