დავით ბერძენიშვილი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი:

_ ანტინაცქოცების არჩევანი ცუდსა და უარესს შორის აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. ის უმცირესობა, რომელიც მიშას და ბიძინას მიმართ უკიდურესად ნეგატიურადა განწყობილი, ოქროს ხმების მქონეა. სწორედ ეს დიიიდი უმცირესობა იქნება კინგმეიკერი. ყველა აკეთებს უნიკალურ არჩევანს- ზოგი სახლში დარჩენით, ზოგი ბიძინა/სალომეს თუ მიშა/ გრიგოლის უფრო მიუღებლობით. არჩევნებზე წაუსვლელობაც არჩევანია. თითეული მოქალაქის ხელშეუვალი უფლებაა, გააკეთოს ამ სამიდან ( რეალურად ორიდან, რადგან არმონაწილეობა ბიძინა/ სალომეს მხარდაჭერაა ფაქტიურად) ერთი არჩევანი.

 რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც გაემიჯნენ მეორე ტურს, ამ არჩევანით, ისინი გაემიჯნენ საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობის არჩევანს. მათ, თითეული მოქალაქისგან განსხვავებით, ასეთი ფუფუნება არა აქვთ. ყველა პარტია, რომელიც ჯდება სახლში, ადასტურებს, რომ უკიდურესად გაბრაზებულია საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობაზე, ანუ საქართველოს არჩევანზე. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პარტიების ეს სირაქლემას პოზა არის უპასუხისმგებლობა, ბიძინაზე გაბრაზების თანხლებით მის ნავში ჯდომის სურვილი ან რაკი მე არ დამინახეთ, მოგხნიათ პატრონი! დიახ, ესაა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წასვლა, მისი არჩევანით არა მარტო უკმაყოფილება, არამედ მასთან ბრძოლა, სამაგიეროს გადახდა…ახლა, ღია სატელიტ პატრიოტთა ალიანსზე არც ვლაპარაკობ.

 გამოდით ქალბატონებო და ბატონებო და ღიად განაცხადეთ, რომ მიშას გრიგოლის გამარჯვება ბიძინას სალომეს გაპრეზიდენტებაზე უარესი გგონიათ. ნურც თავს იტყუებთ და ნურც სხვას ატყუებთ. თქვენ ხომ არჩევნებში მონაწილეობის გარეშე ირჩევთ ბიძინას მისი( უკვე თქვენი) სალომეთურთ.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი