Home რელიგია ღვთისმშობლის სასწაული სირიაში

ღვთისმშობლის სასწაული სირიაში

22 second read
0
38

ეს სასწაულებრივი ამბავი ბეცხაურის მონასტრის იღუმენი ეგნატეს მონათხრობია.
2004 წლის დეკემბერში ერთმა არაბმა საუდის არაბეთიდან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს თავისი სასწაულებრივი გადარჩენის ამაღელვებელი ისტორია მოუთხრო.
ეს არაბი, რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა ერთ მდიდარ ქალზე, რომელიც უშვილო აღმოჩნდა. წლები გადიოდა, მაგრამ ცოლ-ქმარს შვილი არ უჩნდებოდა. მთელს საუდის არაბეთში ბევრ ექმს მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ. ვაჟს მშობლები კიდევ ერთი ცოლის შერთვას ურჩევდნენ, რადგან  არაბ მამაკაცს, მათი კანონი 4 ცოლის შერთვის ნებას რთავს. არაბმა, ძალზე გადაღლილმა და გულგატეხილმა, ცოლთან ერთად მეზობელ სირიაში დასავენელად და გულის გადასაყოლებლად წასვლა გადაწყვიტა. დამასკოში მათ იქირავეს „ლიმუზინი“. მძღოლი გიდობდა კიდეც. მას სთხოვეს, რომ სირიის ღისრშსანიშნაობები ეჩვენებინა. მძღოლმა ცოლ-ქმრის მოწყენილი სახეები შენიშნა და ჰკითხა , მისი მომსახურეობით ხომ არ იყვნენ უკმაყოფილონი. მაშინ მათ თავიანთი პრობლემის – უშვილობის შესახებ უამბეს. ამის გაგონებაისას მუსლიმანმა მძღოლმა უთხრა, რომ აქ, სირიაში, მართლმადიდებელ ქრისტიანებს აქვთ „სეინდანღიას“ ( არაბულად ნიშნავს „ქალწულ დედოფალს“) სახელობის მონასტერი, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს მორწმუნეები შვილის გაჩენას ევედრებიან. მონასტერში მათ აძლევენ ფითილს ამ სასწაულმოქმედი ხატის კანდელიდან და, მაშინ, ქრისტიანების „მარია“ , მათივე რწმენისა და მისწრაფების შესახებ პასუხობს. არაბმა და მისმა ცოლმა მძღოლს „ქრისტიანების ქალწულთან“ წაყვანა სთხოვეს და თან აღუთქვეს, რომ თუკი ნატვრა აუხდებოდათ მძღოლს 20 000 დოლარს მისცემდნენ, ხოლო მონასტერს 80 000 დოლარს შესწირავდნენ.
მივიდნენ მონასტერში და ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც მონაზვნებმა აუხსნეს. სახლში დავრუნების შემდეგ ქალი დაორსულდა და ლამაზი, ჯანმრთელი ბიჭი გააჩინა. მაშინვე, როგორც კი მეუღლემ იმშობიარა, არაბმა აღთქმულის შესრულება გადაწყვიტა და სირიელ მძღოლს დაურეკა , რათა დამასკოს აეროპორტში დახვედროდა და მონასტერში წაეყვანა. მძღოლმა შეტყობინებისთანავე ბოროტი საქმე ჩაიფიქრა და თავის ორ თანამზრახველთან ერთად არაბის მოკვლა და გაძარცვა გადაწყვიტა , რადგანაც იცოდა, რომ მას მონასტრისთვის განკუთვნილი 80 000 დოლარიც თან ექნებოდა. მართლაც ასე მოხდა : არაბს აეროპორტში დახვდნენ, მონასტრის ნაცვლად უკაცრიელ ადგილას წაიყვანეს და მოკლეს, შემდეგ მისი სხეული დაანაწევრეს: მოჰკვეთეს თავი, ხელები, ფეხები მა მანქანის საბარგულში ჩააწყვეს, სხვა უკაცრიელ ადგილზე რომ დაემარხათ. გამოვიდნენ ცენტრალურ გზაზე, მაგრამ, უეცრად „ლიმუზინის“ ძრავა ჩაქრა და ისინი მანქანიდან გამივიდნენ. ერთმა მიმავალმა მძღოლმა მანქანა გააჩერა , რომ მათთვის დახმარება გაეწია, მაგრამ, ბოროტმოქმდებმა, იმის შიშით, რომ დანაშაული არ გამჟღავნებულიყო ანიშნეს, დახმარება არ გვჭირდებაო. მძღოლმა კი საბარგულიდან ჩამოღვენთილი სისიხლის წყვეთები შენიშნა და პოლიციას აუწყა. პოლიცია თითქმის 5 წუთში ადგილზე გაჩნდა და ბოროტმოქმედებს საბარგულის გახსნა მოსთხოვა. მანქანის საბარგული სისხლით იყო სავსე, ხოლო არაბს კისერსა და კიდურებზე ნაკერების კვალი ემჩნეოდა. გადმოსვლისთანავე, არაბმა ყველას აჩვენა ნაჭრილობევის კვალი კისერზე და უთხრა : „ ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც მითხრა , რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია, სხეულის ნაწილები მიმაკერა.
„ლიმუზინის“ მძღოლს და მის თანამზრახველებს ენა მუცელში ჩაუვარდათ, თვალების არ უჯერებდნენ, ჭკუიდან შეიშალნენ. პოლიციამ მათ ხელბორკილები დაადო და ფსიქიატრიულ საავადმყოფიში გადაიყვანა, თავად არაბი კი საავადმყოფოში წაიყვანა, სადაც ექიმებმა და მეცნიერებმა წერილობით დაადასტურეს ეს ბრჭყინვალე სასწაული. თვალნათლივ ჩანდა ძაფისა და გაკერვის კვალი. არაბი საქვეყნოდ, საინფორმაციო საშუალებებში აღიარებდა, რომ მართლმადიდებლად მონათვლის დიდი სურვილი აქვს.
ამ სასწაულის სირიის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებას ხალხში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა.
მკვდრეთით აღდგენილმა არაბმა ტელეფონით შეატყობინა თავის მეგობრებსა და ნათესავებს, რომ სირიაში ჩასულიყვნენ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მადლიერება გამოეხატათ, მართლაც ყველანი ჩავიდნენ,მადლიერების ნიშნად არაბმა მონასტერს 80 000 -ის ნაცვლად 800 000 დოლარი შესწირა.

წყარო: TIMEPRESS.NET

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In რელიგია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *