პროკურატურა ადასტურებს, რომ მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი დააკავეს. მისი დაკავების მიზეზია მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა და საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ვიდეოზე ჩანს, რომ მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა, მას აიძულებდნენ, რომ სავარაუდოდ საკუთარი შარდი სახეზე წაესვა.
სტუდია “მონიტორის” სიუჟეტშია ნათქვამი იყო, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პიროვნებაზე ზეწოლა პარტია “ქართული ოცნების” ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
„2018 წლის 11 ივნისს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, ქ. მარნეულში, ე.ა-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. საქმეზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, შედეგების შესახებ საქართველოს პროკურატურა საზოგადოებას მიაწვდის დამატებით ინფორმაციას“, – აცხადებენ პროკურატურაში.

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი