თვითმფრინავში მყოფი რუმინეთის მოქალაქე ვერონიკა გორკოდელი დუბაიდან რუმინეთში ბრუნდებოდა, როდესაც ცუდად გახდა. შექმნილი მდგომარეობის გამო, თვითმფრინავი, რომელშიც ქალი იმყოფებოდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი უცხოეთის მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა კლინიკა „ბომონდში“ გადმოიყვანა.

„ქალბატონს აღენიშნებოდა გულის უკმარისობა მოციმციმე არითმიის ფონზე, სუნთქვა უძნელდებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პაციენტი ასაკოვანია, 86 წლის არის. სამედიცინო კუთხით მას გაეწია ყველა საჭირო პროცედურა. უცხოელ პაციენტთან თბილი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა სამედიცინო პერსონალსაც. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია,“ – ამბობს ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების უფროსი ზურაბ აბულაძე.

უცხოეთის მოქალაქე საქართველოს რამდენიმე დღეში დატოვებს.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი