სტროლოგების აზრით, არამხოლოდ ადამიანებს ქვეყნებასა და ქალაქებსაც კი საკუთარი ზოდიაქოს ნიშანი გააჩნიათ. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. თუმცაღა, ამ მხრივ ასტროლოგებს შორის აზრი გარკვეულწილად იყოფა. ზოგს მიაჩნია, რომ ჩვენ ლომები ვართ – ამაყი ხასიათისა და მედიდურობის გამო, ზოგი თვლის რომ კუროები – რაკი საქართველო მიწათმოქმედთა ქვეყანაა, ზოგი კი თვლის, რომ მშვილდოსანია ჩვენი ქვეყნის ზოდიაქოს ნიშანი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზემოჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად ქართულ ხასიათს მაინც მშვილდოსნისთვის დამახასიათებელი თვისებები “ამშვენებს”. ასევე არსებობს ნაციის პირადი ჰოროსკოპი – რომლის მიხედვითაც საქართველო მშვილდოსნის, ლომის, კუროსა და მორიელის თანაბარი სინთეზით იმართება. რაც იმას ნიშნავს, რომ მშვილდოსნებივით ქუდბედიანები, გულუხვები, მასშტაბურად მოაზროვნეები, არამეწვრილმანეები, გულკეთილები და ოპტიმისტები ვართ. ჩვენი იმიჯი “ლომურია” – რაც ეროვნულ სამოსშიც აშკარად გამოსჭვივის – ქართული ჩოხა და კაბა-ქათიბი ჭეშმარიტად მეფურ-დედოფლური სამოსია. ამასთან ერთად, ხასიათშიც გაგვაჩნია ლომის ნეგატივი – ამპარტავნება, გადაჭარბებული ამბიციები, კარგად ცხოვრების მოთხოვნილება, ფიზიკური შრომის მიმართ ზიზღი და ა.შ. ჩვენ ლომივით ამაყებიც ვართ და გულზვიადებიც, თუმცა საქმე საქმეზე როცა მიდგება, თავმოყვარეობაც გვიღიტინებს ცხვირში და საოცარი ერთიანობაც გვახასიათებს. ეს სწორედაც რომ ლომის თვისებაა – თუკი მისი თავმოყვარეობა და ღირსება შელახულია, ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ გარშემო მყოფებს საკუთარი უპირატესობა დაანახვოს. მაგრამ ეს ძალზე იშვიათად ხდება სამწუხაროდ და საამისოდაც აუცილებელი მწარედ მოგვხვდეს მუშტი თავმოყვარეობაზე. ქართველს ხასიათში კუროსა და მორიელის თვისებებიც გააჩნია. კუროს გავლენა მიწათმოქმედის ბუნებას გვაძლევს. თუმცა, ასევე გვანიჭებს ცვლილებებისა და სიახლეებისადმი რთულად ადაპტირების უნარს და სიზარმაცეს. ხოლო მორიელის გავლენით გასაოცარი თვითგადარჩენის და რეგენერაციის უნარით დაგვაჯილდოვა განგებამ.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი