Home ახალი დამატებული „იზრდება სოციალური აფეთქების საშიშროება, ქვეყანა დღითიდღე ჭაობში მიექანება“

„იზრდება სოციალური აფეთქების საშიშროება, ქვეყანა დღითიდღე ჭაობში მიექანება“

32 second read
0
15
„პირდაპირ გაოგნებული ვარ ხელისუფლების ისტერიით ტელეკომპანია რუსთავის 2-ის წინააღმდეგ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფელების ქვეყანაში N 1 სამიზნე არის არა ეკონომიკური პრობლემების მოგვარება და დამოუკიდებელი სასამართლოს ფორმირება, არამედ ნებისმიერ ფასად, უბინძურესი მეთოდების გამოყენებით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის განადგურება და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, რომელიც უნდა შესაბამისობაში მოვიდეს საბჭოთა საქართველოს დროინდელ მოამბესთან, რაც ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დასამარებაა. სასამართლოს ორივე ინსტანციაში პირადად ვესწრებოდი რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესებს, მაინტერესებდა სადამდე წავიდოდა ხელისუფლების უკანონობის კასკადი. ერთხელ, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, იმდენად შეურაცხყოფილი ვიყავი სასამართლოს არაობიექტურობით, რომ პროტესტის ნიშნად დავტოვე სასამართლო პროცესი. ვფიქრობდი, რის ფასად კადრულობენ მოსამართლეები ასეთ უსამართლობას? საქართველოს უახლეს ისტორაიში ისინი, ხომ შედიან როგოც სიტყისა და გამოხატვის თავისუფლების მტრები და უკანონობების დამკანონებლები?
სააპელაციო სასამართლოში რუსთავის 2-ის სასამართლო პროცესის რეკორდულ ვადაში დამთავრებამ, როდესაც მოსამართლეებს უხდებოდათ დღეში სამი-ოთხი სასამართლო სხდომის გადადება რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი რომ დაემთავრებინათ, ჩემთვის სააბოლოდ ნათელი გახადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც ძღვენს ელოდებოდა მოქმედი ხელისუფლება და  არაფორმალური მმართველი შუშის სასახლიდან. რუსთავის 2-ის სასამართლო პროცესიის რეკორდულ დროში დამთავრებას მალევე მოჰყვა შედეგი. რუსთავი 2-ის სასამართლო სხდომის განმხილველი მოსამართლე, სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე, ქალბატონი ნატა ნაზღაიძე, იუსტიციის საბჭომ მოსამართლედ დანიშნა სამუდამო ვადით, ისმის კითხვა, მოსამართლე ნატა ნაზღაიძეს რომ მიეღო  რუსთავის 2-ის საქმეზე მიეღო ხელისუფლებისთვის არამისაღები გადაწყვეტილება,  ვინმე თუ აღირსებდა მისი სამუდამო მოსამართლის სტატუსს? _ ჩემი აზრით არა.
კვირას, გადაცემა ,,პოსტ სკრიპტუმში“ ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამ წარმოადგინა დოკუმენტაცია, ქ.თბილისის მერიის მხრიდან, სავარაუდოდ, კორუფციული გარიგების თაობაზე, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახის წევრთან
 _ მის ძმასთან. დოკუმენტაციას, რა თქმა უნდა, არავინ გამოიძიებს. როდესაც, საქართველოს მოსახლეობა ელოდება სამართლიანობის აღდგენას, ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას, მოულოდნელად, რუსთავის 2-ის საქმის მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა სახელმწიფოს დახარებით იღებს დაახლოებით მილიონიან ქონებას, რაც, სავარაუდოდ, ჩემი აზრით, არის კავშირში რუსთვავი 2-ის საქმესთან.
ქვეყანა დღითიდღე ჭაობში მიექანება, იზრდება სოციალური აფეთქების საშიშროება, ხელისუფლება სულ უფრო და უფრო სცილდება ხალხს. მაღალჩინოსნების პრემიებმა კიდევ უფრო კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყნის ეკონომიკა და ხელისუფლებისთვის ამ დროს N1 საზრუნავად რჩება ტელკომპანია რუსთავი 2 ის განადგურება. ხელისუფლების პირველი პირების გამოსვლებში იგრძნობა პირდაპირი აგრესია ტელეკომპანა რუსთავი 2-თან მიმართებაში. არაფორმალური მმართველი ივანიშვილი თავის გამოსვლებში ვერ მალავდა ზიზღს და ტელეკომპანია და რუსთავი 2-ს მოიხსენიებდა „სიცრუის ტელევიზად“, რაც კიდევ უფრო მიჩენს ეჭვს, რომ ნებისმიერ ფასად, ტელკომპანია უნდა წაიღოს ხელისუფლებამ.
როდესაც სადამ ჰუსეინის ერაყში გაჩაღებული ომი მიდიოდა, არავის მოუვიდა აზრად BBC-ის და CNN-ის დაბომბვა, საქართველოში კი არასაომარ ვითარებაში, ქვეყნისთვის ფინანსური კრიზისის პირობებში,  როდესაც მთავრობის N-1 საზრუნავი გახდება დამოუკიდებელი ტელეკომპანიის განდგურება, ასეთი მთავრობები ძალიან ცუდად ამთავრებენ  მოღვაწეობას. “ _  ასეთი განცხადება გააკეთა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა  რუსთავი 2 -ის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის შესახებ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *