ცხოველთა სამყარო

ქართულმა ნაგაზმა სიმბამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძაღლი ადამიანის უერთგულესი მეგობარია

სიმბა (ხვადი, 3 წლის) შაბათს, 22 ივლისს, მოიყვანა პატრონმა თავშესაფარში. ნაგაზი მოყვანისთანავე დაითრგუნა ვოლიერში, საცოდავი თვალებით ითხოვდა შველას. მისი სევდიანი მზერა უყურადღებოდ არ დარჩენია თავშესააფრში მოსულ ერთ-ერთ მოხალისეს და სასეირნოდ გაიყვანა, მაგრამ ძაღლი გაექცა და მას შემდეგ ვეღარ ვიპოვეთ ნაგაზი, უგზო-უკვლოდ გაქრა.

დღეს დილით, დაგვირეკეს და შეგვატყობინეს, რომ სიმბა მივიდა პატრონთან. მან თითქმის მთელი ქალაქი გაიარა ამ 4 დღის განმავლობაში და მიაგნო იმ ქუჩას, იმ კორპუსს, იმ სადარბაზოს და იმ ბინას, სადაც მან 3 წელი გაატარა. პატრონმა ჩვენ გვთხოვა სიმბას თავშესაფარში დაბრუნება. სიმბა ამჟამად ისევ თავშესაფარშია. ორმაგად გულდამძიმებული და იმედგაცრუებული წევს 32-ე ვოლიერში და განიცდის, რომ ტყუილად იარა ქუჩა-ქუჩა 4 დღე-ღამის განმავლობაში პატრონის კარამდე მისასვლელად…

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close