ლეიბორისტული პარტია მიმართავს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას ,,ფიფას“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მოქმედი კორუფციულ-მაფიოზური ბანდის საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.

,,ყოველდღიური უმძიმესი ყოფით, ისედაც გამწარებულ ხალხს დაემატა ფეხბურთის ქრონიკული წაგებებით გამოწვეული სტრესი და ეს იმ დროს, როცა კალაძე-კობიაშვილი- ყაველაშვილის პოლიტიკურ-საფეხბურთო მაფიას ივანიშვილის რეჟიმი, ჩვენი ბიუჯეტიდან, ჩვენი ფულიდან ჩუქნის 270 მლნ ლარს და დამატებით მილიონებს ადგილობრივი ბიჯეტებიდანაც. მიუხედავად ამისა, ქართული ფეხბურთი დეგრადაციის გზაზე დგას და ,,ფიფას“ რეიტინგებში ბოლოს მივჩანჩალებთ. მოვუწოდენ ხელიუფლებას, თუ რამ შერჩენია ხელისუფლების, სასწრაფოდ გადაიტანოს ეს მილიონები მასობრივი სპორტის განვითარებაზე და ჩვილ ბავშვთა გადარჩენის პროგრამაზე ( ყოველწლიურად 300 ბავშვი შიმშილით გვეღუპება). მივმართავ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას ,,ფიფას“, დაუყონებლივ გამოყოს სპეციალური კომისია რომელიც შეისწავლის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მოქმედი კორუფიულ-მაფიოზური ბანდის საქმიანობას.“ _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

საქართველოს მთვარობის 2016 წლის 26 თებერვლის 107-ე დადგენილებით, საქართველოს ფეხბურთის განვითარების (2016-2020წ) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები დაფინანსებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 265 მლნ 700 ათასი ლარია გათვალისწინებული.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი