საზოგადოება

ქართველი მსაჯი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს

“ქართველი მსაჯი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს — ლანჩხუთისა და ფოთის საზღვარზე, მალთაყვაში, ზღვისპირას არსებულ ნაძვნარში გარდაცვლილი იპოვეს ქართველი მსაჯი ილო ტუღუში, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს ემსახურებოდა, მათ შორის, მთავარ ლიგაშიც.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იგი ცოტა ხნით ადრე, ერთ-ერთ სასტუმროში შენიშნეს, თუმც ამ ინფორმაციას ვერ ვაზუსტებთ.
ილო ტუღუში ცხოვრობდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში, რომელიც მალთაყვიდან მინიმუმ 15-20 კილომეტრითაა დაშორებული.
რატომ აღმოჩნდა ქართველი მსაჯი მალთაყვაში, როცა ახლა არც საკურორტო დროა და საფეხბურთო სეზონიც დასრულებულია, ძნელი სათქმელია.


უკავშირდება თუ არა თვითმკვლელობა პროფესიულ საქმიანობას, ამ დროისთვის, რაც ჩვენთვის ცნობილია, ისაა, რომ გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში, პროზექტურაშია გადასვენებული და მას ექსპერტიზა უტარდება. “შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.” –  წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში. 

image

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close