ტრაგიკული ინციდენტი მოსკოვის მეტროსადგურ “მალადიოჟნაიაში” 28 დეკემბერს მოხდა – ახალგაზრდა ქალი მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად მეტროს ლიანდაგში ჩახტა. დღის 12:00 საათზე მომხდარ შემთხვევას უამრავი თვითმხილველი ჰყავს. თავდაპირველად იყო მოსაზრება, რომ ქალი ხალხმრავლობის გამო შემთხვევით ჩავარდა ლიანდაგში, თუმცა სათვალთვალო კამერის კადრების დათვალიერების

შემდეგ მეტროსადგურის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ეს “წინასწარ განზრახულ ჩახტომას” ჰგავდა. შემთხვევის შედეგად 43 წლის ქალმა ქალა-ტვინის ღია დაზიანება მიიღო, გოგონამ კი მრავლობითი მოტეხილობა.

დედა-შვილი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა – ის მოსკოვის საავადმყოფოში დღეს, შემთხვევიდან მეორე დღეს გარდაიცვალა. 9 წლის გოგონა მძიმე მდგომარეობით კვლავ რჩება საავადმყოფოში.

უცნობია, რა გახდა ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობის მიზეზი. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

ambebi.ge

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი