59 წლის ლია ბაღნაშვილ – დემეტრაშვილი თეთრიწყაროდან მოგვიყვა: 

_ დავიბადე 1958 წლის 29 აპრილს, თბილისში, მუშა მოსამსახურის ოჯახში. მყავს და – ლელა ბაღნაშვილი-ჯანაშია. დედა, აწ გარდაცვლილი შუშანიკ ჭედია მებრძოლი, შრომისმოყვარე, წარმატებული ადამიანი იყო. მუშაობდა ჩაის გადამწონ ფაბრიკაში 40 წელი, უწყვეტი სამუშაო სტაჟით. ლიდერობა,პატრიოტიზმი, მოყვასის სიყვარული დედისგან ვისწავლე. მამა – გიორგი ბაღნაშვილი 82 წლისაა და  ჩემთან ცხოვრობს, თეთრწყაროში. შრომისმოყვარული ადამიანია და ახლაც გვეხმარება.

დავამთავრე თბილისის მე-16-ე საშუალო სკოლა. უმაღლეში ვერ მოვხვდი და ჩავაბარე თბილისის მე-2-ე სამეანო ტექნიკუმში. მერე გავთხოვდი და მყავს ერთი ქალიშვილი – მარიამ შალვაშვილი და ორი შვილიშვილი: სანდრო და დაჩი ვაჩეიშვილები. მყავს ძალიან კარგი სიძე, ლაშა ვაჩეიშვილი. ცხოვრებაში ბევრი ტკივილიანი და ეკლიანი გზა გავიარე, მაგრამ არ შევშინებულვარ. დავტოვე თბილისი და საცხოვრებლად თეთრიწყაროში წამოვედი, სადაც თხის მოვლა- მოშენებას მივყავი ხელი. ვაწარმებ თხის ყველს.

ახლა მინდა, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გაგიმხილოთ. დავქვრივდი 26 წლის და დავრჩი მარიამთან ერთად მარტო. მეგონა ცხოვრება დამთავრდა, მაგრამ შთაგონება ჩემმა 6 წლის მარიამმა მომცა. მას დედა სჭირდებოდა და მას ემდეგ ასე ვწვალობ, ვშრომობ და ვმოღვაწეობ. გავთხოვდი მეორედ, ბაქო-ჯეიხანის პროექტზე მუშაობის დროს, 45 წლის ასაკში.

.

ჩემი მეუღლე არის თეიმურაზ დემეტრაშვილი. ადამიანი, რომელმაც მაგრძნობინა და დამანახა, რომ ცხოვრება მშვენიერია. დავიწყეთ ერთად ცხოვრება, ვიყიდეთ სახლი, სადაც თხები, ჩვენი პატარა არსებები მივიყვანეთ და ჩავებით სოფლის მეურნეობაში. ვთვლი, რომ ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ..ვარ აქტიური და ცხოვრებაც აქტიური მაქვს. ვარ ჩართული სხადასხვა პროექტებში. გენდერი იწყება ჩემგან – ქალები სამართლიანობისათვის.სოფლის მეურნეობაში საქმანობით ჩამოვაყალიბე კოოპერატივი და ამხანაგობა, სადაც აქტიურად ვარ ჩართული და ვეწევი ქვეყნის საკეთილდღეოდ კარგ საქმიანობას. ვაწარმოებ თხის ყველს, დაკავებული ვარ თხის მოშენებითა და თხის ყველის პოპულარიზაციით. ვესწრები ყველა ფესტივალს, უშუალოდ ვიღებ მონაწილეობას გამოფენა გაყიდვებში. ვესწრები ტრეინინგებს, რომლის საშუალებითაც ბევრი წარმატებული ქალბატონი გავიცანი. ჩემი მიზანია, გავხსნა რძის გადამამუშავებელი მინი საწარმო, სადაც ვაწარმოებ თხის ყველსა და რძეს. ამ დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევ, უფლის ნებით.

.

მიხარია ასეთი კარგი საქმის პირველი მერცხალი ვარ და მეთხევეობის აღირძინება-განვითარებაში დიდი წვრილი შევიტანე. არ არსებობს საქართველოს არცერთი კუთხე,რეგიონი რომ დაინტერესება არ გამოეხატოს ადამიანებს. მჯერა, სწორ გზას ვადგევარ და მალე უფრო წარმატებებს მივაღწევ. ვინც დაინტერესდებით მეთხევეობის საკითხებით, დამირეკეთ: 593 16 40 69, ლია დემეტრაშვილი. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მთავრობას იმისათვის, რომ წლევანდელი წლის დაფინანსებაში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მეთხევეობაც შეიტანა და პრიორიტეტული გახადა. მადლობა ბატონ გიორგი მიშელაძეს, კოოპერატივების სააგენტოს უფროსს, დიდი მადლობა ბატონ ლევან დავითაშვილს – სოფლის მეურნეობის მინისტრს. გაიხარეთ, მეტი წარმატებული პროექტები და წარმატებული ფერმერები საქართველოს!

 

 

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი