ბოლო დროს თბილისში საცობების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. განსაკუთრებით გაუსაძლისია გადაადგილება პიკის საათებში, დილის 10-11 და საღამოს 6-9 საათამდე. ცენტრალური ქუჩების გარდა პიკის საათებში საცობები გარეუბნებშიც იქმნება. ძირითადი ადგილები სადაც საცობებს შეხვდებით არის:

1.გმირთა მოედანზე მდებარე ესტაკადა სხვადასხვა მიმართულებით.

2.ავლაბრის მოედანი 3.თავისუფლების მოედანი 4.პეკინის ქუჩა

5.სააკაძის მოედანი 6.”ვეფხვი და მოყმის” ძეგლის მიმდებარე ტერიტორია.

მოუხედავად ამისა, 26 მაისის აღლუმისთვის რუსთაველის გამზირი სამი დღით ადრე გადაკეტეს, რამაც ქალაქში მოძრაობა კიდევ უფრო გაართულა. კერძო და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მყოფ  მგზავრებს საათობით უხდებათ საცობებში ყოფნა და ლოდინი. გთავაზობთ ფოტოებსა და ვიდეოს სააკაძისა და გმირთა მოედნის ტეროტორიებიდან. 

ხალხი ერთმანეთს აფრთხილებს, არ გამოხვიდეთ, სახლში იჯექით, ქალაქში საშინელი საცობებიაო.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი