კოკა კვინიკაძე, ემიგრაციაში მყოფი უფლებადამცველი:

_ რჩეულიშვილების დაჭერით ხელისუფლებას არ ეხსნება პასუხისმგებლობა დაზარალებულთა მიმართ, რადგან ხელისუფლების ბრალია (ეს ხელისუფლებაც წინას სამართალმემკვიდრეა და მისი შეცდომების გამოსწორების პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს) ის, რაც მოხდა სამშენებლო სექტორში და ათასობით ადამიანი დარჩა ბინის გარეშე. ნებისმიერ პირს შეეძლო და მგონი ახლაც ასეა, წამოეწყო მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა ისე, რომ არ სჭირდებოდა რაიმე საგარანტიო თანხა, გაკოტრების შემთხვევაში კი მხოლოდ ის აგებს პასუხს და ხალხს ამით რაა ??? ნორმალური ხელისუფლება მშენებელ კომპანიას უნდა ადებინებდეს საგარანტიო თანხას (როგორც ბანკის გახსნის შემხვევაშია (თუ არ ვცდები, 6 მილიონია) და ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამ თანხით მოხდებოდა ზიანის ანაზღაურება!

დღევანდელ შექმნილ რთულ ვითარებაში კი ხელისუფლებამ ერთის მხრივ უნდა მიიღოს ზომები, რომ აღარ განმეორდეს ასეთი რამ, მეორეს მხრივ უკვე მომხდარ ფაქტებს უნდა მიხედოს. სამწუხაროდ, ქალაქში არა ერთი მშენებლობაა დღეს გაკოტრებული-გაჩერებული და ათასობით ადამიანი დაზარალებული ( მათ შორის მეც).  ხელისუფლება ვალდებულია, ყველა მშენებლობის დასრულებაზე აიღოს პასუხისმგებლობა, მოძებნოს გზები და არა უბრალოთ – დაიჭიროს დამნაშავე და ამით ხელები დაიბანოს!!!

დაზარალებულთა წინაშე ხელისუფლებაც ისევეა დამნაშავე, როგორც მშენებელი,  რადგან მან ვერ დაიცვა თავისი მოქალაქეები მასშტაბური თაღლითობებისგან თუ შეცდომებისგან!! არ შექმნა არანაირი დაცვითი მექანიზმი, რომელიც გამორიცხავდა ასეთი მასშტაბით  გაკოტრებულ-გაჩერებულ მშენებლობებს და ხალხიც უსახლკაროდ დარჩენას ასცდებოდა!!!

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი