,,ამ პრობლემის შესახებ ზუსტად 20 დღეა ვიცი. სათანადო უწყებისგან დოკუმენტაცია გამოვითხოვე და გუშინ წინ, საღამოს სრულად მივიღე. ჩვენი პრობლემა და უბედურება იმაშია, რომ უწყებები, რომელთაც კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა და მომავალი თაობისთვის შენარჩუნება კანონით ევალებათ, დამნაშავეებად იქცნენ. აქამდე თუ ადვილად გაწირეს : ბაგრატი, საყდრისი, ფიტარეთი, ატენს ვითომ რატომ დაინდობდნენ?!

    შემეძლო დამერეკა, ან პასუხი პირადში გამომეგზავნა, მაგრამ რადგან საჯაროდ მომწერე და ახლა ამ პასუხს შენს გარდა სხვაც შეავლებს თვალს, მოგწერე ისე, ცხრამთის უცხოს რომ ვუპასუხებდი.

არადა, რომ იცოდე, 5 აგვისტოს ატენში შენი დახმარებით ჩავედი და იცი  როგორ?! – მანქანაში საწვავი შენი დატოვებული შემოწირულობით ჩავასხით. ვიცი, გადაირევი ამას რომ წაიკითხავ, ბაია ამაშუკელივით იტყვი – “ხომ გაგაფრთხილე ამ შემოწირულობაზე არაფერი თქვა, თორემ მოგკლავ”-ო, მაგრამ რაღაცნაირად მომინდა მეთქვა.  მიყვარხარ და მინდა რომ ყველა დიდ ქართველს ჰყავდეს ისეთი ღირსეული შვილი, როგორც შენ ხარ გურამ შარაძისთვის” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი, ნინო მიქიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ექსკლუზიურად, euronews.ge -მ გამოაქვეყნა სკანდალური წერილი, რომელშიც საუბარია მასზედ, რომ მეშვიდე საუკუნის ატენის სიონს საფრთხე ემუქრება. ასევე, გავავრცელეთ ექსკლუზიური ინფორმაცია მასზედ, რომ სიონის ტაძრიდან 2-3 მეტრში, მეუფე ანდრია სახლს აშენებს. ყველაზე მთავარი კი მაინც ის არის, რომ თუ ასე გაგრძელდა, ისტორიული მემკვიდრეობის ეს ძეგლი შესაძლოა, კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოვარდეს.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი